წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
საბრალოა ის ადამიანი, რომელიც იმის ნაცვლად, რომ სახლი თავის სამშობლოში აიშენოს, უცხო ქვეყანაში აშენებს მას და არაფერს იმზადებს მამულისთვის, რომელშიც უნდა იცხოვროს!
ნუ მიეჯაჭვება შენი გული სასტუმროს - მიწიერი მოგზაურობის ჟამს. არცერთი კეთილგონიერი ადამიანი სახლს გზაზე არ ააშენებს.
ჩვენი ცხოვრების გზას ისე უნდა ვუცქიროთ, როგორც ზეცისკენ მიმყვანებელ გზას; მაშინ ქარაფშუტა დაფიქრდება და მიმართულებას ჭეშმარიტი მიზნისკენ აიღებს; მაშინ მანკიერი მობრუნდება და სათნოებისკენ მიმავალ გზას დაუწყებს ძებნას; მაშინ ნაღვლია... იხილეთ სრულად
ჩვენი სამშობლო ზეცაშია, აქ კი უცხო ქვეყანაა, რომლითაც ზეცისკენ მივდივართ. ამიტომაც ვართ ზოგჯერ აქ ასე მოწყენილები, რომ არანაირი მიწიერით არ ძალგვიძს, გავფანტოთ ჩვენი იდუმალი ნაღველი; ეს ზეცის მონატრების ნაღველია, როგორც - მშობლიურ... იხილეთ სრულად
როგორც აბრაამს ქანაანის ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა, არამედ მემკვიდრეობით კუბო გააჩნდა, ასევე ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება მხოლოდ სასტუმრო და კუბოა.
სულიც და სხეულიც სტუმრები არიან - ერთი ზეციური, მეორე კი - მიწიერი (ეკლ. 12, 7)
ადამიანი ერთი კარით - დაბადებით - ამ სოფელში შემოდის, მეორით კი, ანუ სიკვდილის კარით - მისგან გადის.
არასოდეს უნდა დაგავიწყდეს, რომ ყველანი გზაში ვართ და ჩვენს სამშობლოში ვბრუნდებით, ვინ - მხრებზე შულდაკით, ვინ - ოთხმაგი სიმკვირცხლით, მაგრამ ყველა ერთ კარში შევალთ