ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის წყალობა, მოწყალება, გამონათქვამები
თუ მართალი ადამიანი ხარ, გეშინოდეს (ღვთის) რისხვისა, რათა არ დაეცე; თუ ცოდვილი ხარ, დაეყრდენი (ღვთის) გულმოწყალებას, რათა აღსდგე
იმისათვის, რომ არ შესცოდო, საჭიროა, ღვთის სამართლის შიში გქონდეს: ცოდვილი სასოწარკვეთილებას რომ არ მიეცეს, ღვთის გულმოწყალების იმედი უნდა ჰქონდეს
ერთი თვალით ღვთის გულმოწყალებას უმზირე, მეორეთი კი - მის სამართალს
ღვთის მოწყალებამ, დაე, იმისკენ გვიბიძგოს, რომ ვერ შევიცნოთ ჩვენს თავზე ღვთის სამართალი
ის, ვინც ღვთის გულმოწყალების მისაღებად არ ზრუნავს, ღვთის სამართალს თავის თავზე შეიცნობს
ვინც ღვთის გულმოწყალების უდარდელი იმედით ცხოვრობს, იგი უფლის მსჯავრს მიიღებს