სამყარო ღმერთივით დაუსაბამო რომ ყოფილიყო, მაშინ რაღაცით მისი თანასწორი იქნებოდა და დამოუკიდებლად იარსებებდა. ამ შემთხვევაში სამყარო თავისი ცვლილებებით, ბოროტებით, ხრწნადობითა და სიკვდილით, ნახევარღმერთად მოგვევლინებოდა. ეს კი საღვ...
იხილეთ სრულად
სამყარო ღმერთივით დაუსაბამო რომ ყოფილიყო, მაშინ რაღაცით მისი თანასწორი იქნებოდა და დამოუკიდებლად იარსებებდა. ამ შემთხვევაში სამყარო თავისი ცვლილებებით, ბოროტებით, ხრწნადობითა და სიკვდილით, ნახევარღმერთად მოგვევლინებოდა. ეს კი საღვთო შეზღუდულობამდე მიგვიყვანდა, ანუ გამოიწვევდა ღმერთის, როგორც შემოუსაზღვრელი არსების შესახებ იდეის დამახინჯებასა და ორღმერთიანობის დაშვებას
link
სამყაროს შექმნით ღმერთს არაფერი დაჰკლებია და არც არაფერი შეჰმატებია
link
სამყარო რომ საღვთო არსიდან ემანაციით ყოფილიყო შობილი, იგი თავად იქნებოდა საღვთო ღირსების მქონე. სამყარო რომ ღმერთი იყოს, ჩვენც ღვთაებები ვიქნებოდით მასში და ღმერთიც აღარ გვეყოლებოდა - აღარ იქმნებოდა ჩვენზე აღმატებული არება.
...
იხილეთ სრულად
სამყარო რომ საღვთო არსიდან ემანაციით ყოფილიყო შობილი, იგი თავად იქნებოდა საღვთო ღირსების მქონე. სამყარო რომ ღმერთი იყოს, ჩვენც ღვთაებები ვიქნებოდით მასში და ღმერთიც აღარ გვეყოლებოდა - აღარ იქმნებოდა ჩვენზე აღმატებული არება.
მაგრამ სამყაროს დასაბამი აქვს, ის დროშია შექმნილი, ჩვენს ზემოთ სუფევს უზენაესი, მარადიული, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემძლე, ძალი სახიერი, რომლისკენაც სიხარულით მიილტვის მორწმუნე ადამიანის სული. იგი მიეახლება მას და სიყვარულით მოუხმ...
link
სამყარო მუდმივად არ არსებობდა, იგი დროში წარმოიქმნა;
სამყარო თავისით არ შექმნილა, იგი ამას ღვთის ნებას უნდა უმადლოდეს;
სამყარო მყისიერად არ წარმოშობილა, იგი თანდათანობით იქმნებოდა უმარტივესიდან რთულისაკენ;
სამყარ...
იხილეთ სრულად
სამყარო მუდმივად არ არსებობდა, იგი დროში წარმოიქმნა;
სამყარო თავისით არ შექმნილა, იგი ამას ღვთის ნებას უნდა უმადლოდეს;
სამყარო მყისიერად არ წარმოშობილა, იგი თანდათანობით იქმნებოდა უმარტივესიდან რთულისაკენ;
სამყარო აუცილებლობით არ შექმნილა, იგი საღვთო, თავისუფალი ნების ნაყოფია;
სამყარო შეიქმნა ღვთის სიტყვით და ცხოველმყოფელი სულის მონაწილეობით.
link
სამყარო თვისობრივად განსხვავდება ღმერთისაგან, იგი მისი არსების არც ნაწილია, არც ემანაცია და არც სხეული.
link
მოწამეობა, ე.ი. დევნულება-წვალებათა დათმენა, ცხოვრებაში სიმართლის დაცვა-გამოჩენისთვის უკვდავი ღაღადი, სამარადისო ქადაგება, მუდამ მოუძვველებელი მოძღვრებაა ყველა იმის შესახებ, რითაც ძვირფასია კაცის ცხოვრება, რითაც ადამიანი ემსგავსებ...
იხილეთ სრულად
მოწამეობა, ე.ი. დევნულება-წვალებათა დათმენა, ცხოვრებაში სიმართლის დაცვა-გამოჩენისთვის უკვდავი ღაღადი, სამარადისო ქადაგება, მუდამ მოუძვველებელი მოძღვრებაა ყველა იმის შესახებ, რითაც ძვირფასია კაცის ცხოვრება, რითაც ადამიანი ემსგავსება ღმერთს, რაც კაცის ცხოვრებას აძლევს აზრსა და მნიშვნელობას.
link
ოკულტური და აღმოსავლური მისტიკურ-რელიგიური სისტემები, მათი ფსიქო-ტექნიკური ხერხები მრავალსახეობისა და გარეგნული განსხვავების მიუხედავად საოცრად ჰგავს ერთმანეთს. ამ ხერხების მიზანია ჩვენი მიწაზე ყოფნის პერიოდში ღმერთის მიერ დადგენი...
იხილეთ სრულად
ოკულტური და აღმოსავლური მისტიკურ-რელიგიური სისტემები, მათი ფსიქო-ტექნიკური ხერხები მრავალსახეობისა და გარეგნული განსხვავების მიუხედავად საოცრად ჰგავს ერთმანეთს. ამ ხერხების მიზანია ჩვენი მიწაზე ყოფნის პერიოდში ღმერთის მიერ დადგენილი აკრძალვების უგულებელყოფით უხილავ სამყაროსთან კონტაქტის დამყარება.
ეს მეთოდები, არსებითად, ჩვენი შინაგანი არსების ჯერ უფურჩქვნელი "კოკორის" ხელოვნური და ძალმომრეობითი გახსნაა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ მახინჯი მსგავსება ...
link
ოკულტური და აღმოსავლური მისტიკური მოძღვრებები არ აღიარებენ ადამიანის ცოდვით დაცემის ფაქტს, ანდა მცდარ ინტერპრეტაციას უკეთებენ მას და მის გამო ცოდვით დაცემით მიღებული შედეგების გამოსწორების აუცილებლობას ვერ ხედავენ, ვიდრე დაიწყებენ...
იხილეთ სრულად
ოკულტური და აღმოსავლური მისტიკური მოძღვრებები არ აღიარებენ ადამიანის ცოდვით დაცემის ფაქტს, ანდა მცდარ ინტერპრეტაციას უკეთებენ მას და მის გამო ცოდვით დაცემით მიღებული შედეგების გამოსწორების აუცილებლობას ვერ ხედავენ, ვიდრე დაიწყებენ ადამიანში სასწაულებრივი უნარისა და ძალის გახსნას. ღვთის ნების საწინააღმდეგოდ, ხელოვნურად და ძალდატანებით უხილავი სამყაროსთვის გრძნობების განღება სულის სიკვდილს და ადამიანური ბუნების დაზიანებას იწვევს და, არც თუ იშვიათად...
link
იკულტისტებს კი სიკვიდლის შიშისაგან თავის დაღწევის თავიანთი ხერხი აქვთ. ისინი ამბობენ, რომ სიცოცხლეში სატანის მაამებლები, სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთის სამეფოს თავადები გახდებიან და ძალაუფლებას სატანა მათთან გაიყოფს.