თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ჩემო გოგონა, სათნოეყავი დედა იღუმენიას და ღვთის საფარველის ქვეშ მოექცევი. ქრისტეს თავმდაბალი სასძლო გახდი. უმშვენიერეს სიძეს – იესო ქრისტეს – სძულს ეგოისტი. სიძე – მდაბალი და მშვიდი, ხოლო სასძლო – ამპარტავანი და მრისხანე სული? თუ ... იხილეთ სრულად
ჩვენს მდაბალ იესოს ევედრეთ ლოცვაში, მოგმადლოთ სიმდაბლისა და სიმშვიდის სული, როგორც თავადვე ამბობს წმინდა სახარებაში: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29).
ჩემო სანატრელო შვილებო, თქვენ ნამდვილად არ გყოფნით ეს უწმინდესი სათნოება – სიმდაბლე. ქედმაღლობას, ამ საშინელ ბოროტებას, ადამიანებისთვის ყოველგვარი უბედურება მოაქვს. ჭეშმარიტად – სიმდაბლე სიწმინდეა!
ქრისტე იმ სულში ვერ განისვენებს, რომელიც სიმდაბლის სურნელებას არ აფრქვევს და ამპარტავნების სიმყრალის გამო განეშორება მას.