ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
რაოდენ მცირედაც არ უნდა გეჩვენებოდეს ცოდვა, ის მაინც ბოროტი მარცვალია, რომლიდანაც, შესაძლოა, უზარმაზარი უზარმაზარი ბოროტება ამოიზარდოს. ეს იგივეა, რაც შხამიანი მცენარის თესლი: თითქოს მასზე მცირეა, მაგრამ რა მომაკვდინებელი ნაყოფი ა... იხილეთ სრულად
ერთ უწმიდურ გამოხედვას, ერთ გამხრწნელ სიტყვას ადამიანის უდიდეს ცოდვამდე მიყვანა შეუძლია.
უზრუნველნი რომ არ ვიყოთ მცირეზე და იმაზე, რაც მცირედ მიგვაჩნია, დიდსა და მძიმეში არ ჩავცვივდებოდით.
ნუ იქნები უდარდელი მაშინაც, როდესაც რაიმე საქციელი ნაკლებმნიშვნელოვნად გეჩვენება. სხვაგვარად მასში აღმოაჩენ არაადამიანურ ბატონს და იდგები მის წინაშე, როგორც - შებორკილი მონა
ნუ ჩაიდენ ბოროტებას - ხუმრობითაც კი, რამეთუ ისეც ხდება, რომ ზოგი თავდაპირველად ხუმრობით აკეთებს ბოროტებას, შემდეგ კი გაიტაცებს იგი.
ყოველთვის და ყველაფერში, მითუმეტეს, ბოროტებაში, მთავარი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მისი გადადგმა ძნელია, მეორე ნაბიჯი უკვე უფრო ადვილია, შემდეგ კი ადამიანი კი არ მიდის, არამედ მიისწრაფის ბოროტების მოლიპულ გზაზე.