სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები - სხვა ავტორი სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
სიცოცხლის ბოლომდე უნდა გახსოვდეს საკუთარი ცოდვები და, ამასთან ერთად, მათი აღსრულების დეტალები არ უნდა გაიხსენო. ცოდვათა ხსოვნა ამპარტავნების ფიქტებს განაგდებს.
ყველაფერი, რაც სულიერ ცხოვრებაში გაგვაჩნია, ღვთის მადლის საჩუქარია. ნეტარი ავგუსტინეს თქმით, ჩვენი საკუთარი მხოლოდ არარაობაა, და რაც ამაზე უარესია - ცოდვა.
თუ სიამაყემ ანგელოზები სასუფევლიდან ჯოჯოხეთში ჩააგდო, მაშ, ამის საწინააღმდეგოდ უნდა დავასკვნათ, რომ თავმდაბლობას თვით ჯოჯოხეთიდან, ე.ი. ცოდვის სიღრმიდანაც კი შეუძლია, ზეცად აღიყვანოს.
უფალი უფრო ადვილად მოგვიტევებს თვით მის მიმართ ჩადენილ ცოდვებს, ვიდრე - მოყვასის მიმართ (მათე 18, 23-35);
თუ სათნოება შენს მტერში მშვენივრად არ გეჩვენება, ხოლო ნაკლი - საძაგლად შენს მეგობარში, განა შეგიძლია, თქვა ან იფიქრო, რომ გიყვარს სათნოება და გძულს ნაკლი?
განა ღვთის უდიდესი წყალობა არ არის ჩვენზე, რომ ყველას გვაქვს უფლება, ჩვენი ცოდვები მოწყალებით გამოვისყიდოთ?
გადააფრქვიე სიყვარულისა და ქველმოქმედების ზეთი მოყვასთ და ჩააქრობ გეენიის ცეცხლს, რომელიც ცოდვილს დაწვავს.
როგორც ერთი წვეთი საფუარი ამოიყვანს მთელ გობ აფუებულ ცომს, ასევე ერთ ადამიანში მყოფი მომაკვდინებელი ცოდვა გადაედება მრავალს, რის გამოც ისე ხდება, რომ ერთი არაწმიდა მოხერხებულად გადააცდენს ხოლმე ჭეშმარიტების გზიდან მრავალ სათნო ადა... იხილეთ სრულად