სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
"ვით მამა ზეცის იყავნ შენ სრული"-ო, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი შემძლებელ არის აღსვლად ღვთაების სისრულემდე. რამოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამ ექვს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში!.. იღვაწე და ღვთის ს... იხილეთ სრულად
ყოველი ჩვენი ქმედება და სათნოება საჭიროებს სიმდაბლეს, სიყვარულსა და განსჯადობას, რადგან ისინი სათნოებათა მარილნი არიან. ამიტომ ამბობს ქრისტე სახარებაში: "ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს" (მარკ. 9, 49).
ეგოისტურად მოღვაწენი მარხვით, მღვიძარებითა და სხვა რაიმე სათნოებით, ყოველგვარი სარგებელის გარეშე ეწამებიან, რადგან ჰაერს და არა ეშმაკებს ებრძვიან. იმის ნაცვლად, რომ საცდურები განდევნო, პირიქით, უფრო იზიდავენ, და როგორც შედეგი, მოღ... იხილეთ სრულად
ვინც ბუნებრივი სათნოებებით დაიბადა, მასთან შედარებით იმისი პატივი მეტია, ვინც ეს სათნოებები ღვაწლის გზით მოიმუშაკა; ამიტომ, ვისაც ღვთისაგან რაიმე ნიჭი ებოძა, ის უნდა გააორმაგოს, რომ გაიგონოს: "კეთილ, მონაო, სახიერო..." (მთ. 25, 21... იხილეთ სრულად
ყველაზე ძლიერ, რამაც შეიძლება მსჯავრის დღეს უფალი წყალობისაკენ მოდრიკოს, ეს არის ჩვენ მიერ ჩვენსავე "ძველ კაცზე" გაწეული შრომა.
მრავალრიცხოვანი მუხლდრეკები ახალდამწყებთ არაბუნებრივ, დიდ მუცლებს უქრობს და ისეთი ძალით ეხმარება სათნოებათა სულიერ სიმაღლეზე ასვლაში, თითქოს ისინი მსუბუქად და ქოშინის გარეშე მთის მწვერვალებზე ასულიყვნენ.
იმას, ვინც ღმერთისგან სიმდაბლეს ითხოვს, მაგრამ კაცს არ იწყნარებს, რომელსაც მას ღმერთი სიმდაბლის მოსაპოვებლად უგზავნის, არ სცოდნია, რას ითხოვს; რადგან სათნოებები კი არ იყიდება, მსგავსად მაღაზიაში ფართო მოხმარების საქონლისა (წონით, ... იხილეთ სრულად
კეთილმოღვაწე ადამიანები თანამოძმეთა დაცემისგანაც სარგებელს იღებენ: ასეთ შემთხვევებს იყენებენ, როგორც საიმედო მუხრუჭებს, რათა სიფრთხილე გამოიჩინონ და დამრეც ფერდობზე არ გადაიჩეხონ. მზაკვრები კი, სამწუხაროდ, სხვისი სათნოებიდანაც ვერ... იხილეთ სრულად
სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს, მაგრამ ასევე არ ინახავს იგი თავისთვის საკუთარ სიკეთესაც. ამიტომ არ გააჩნიათ მათ ლამაზი ნივთები და არც ამქვეყნიური სილამაზე აღელვებთ. ამ სახით წარმოაჩენენ ისინი მხურვალე ღვთის რწმენას და უ... იხილეთ სრულად
სიყვარული, როცა იგი გარეგან უპოვრობასთან არის შეზავებული, ხელს უწყობს შინაგანი უპოვრობის მიღწევას – ვნებებთან მიმართებაში. უპოვრობის ეს ორივე სახე კი ადამიანს ღვთიური სათნოებებით ამდიდრებს.