აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია: იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს.
ნუ იფიქრებთ, ნუ ილაპარაკებთ და ნუ გააკეთებთ ნურაფერს, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ თქვენი აზრი, სიტყვა და საქმე ღვთის სიტყვის თანხვდომილი იქნება.
აზრს არასოდეს სწრაფად არ უნდა მიაყოლო საქმე, რაც არ უნდა კეთილად გეჩვენებოდეს იგი, არამედ დროში უნდა გამოსცადო
მრავალი ნაყოფისაგან ხის ტოტები იღუნება, მრავალი სათნოებისაგან კი ადამიანში მისი აზრები მდაბლდება.
სიფხიზლის ხელოვნებაში იგულისხმება გულისსიტყვების, ოცნებებისა და გრძნობათა მოძრაობებისადმი ყურადღების მიპყრობა; ძალა სულის, რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტებას; შორსმჭვრეტელობას, როდესაც გონება განსაცდელებს შორიდანვე ხედავს და თავს არ... იხილეთ სრულად
ვიფხიზლოთ და ვუდარაჯოთ გულისსიტყვებს, რამეთუ დაცემა მათგან იწყება; საწყისშივე მხნედ შევებრძოლოთ და ნუ მივცემთ ნებას, რომ ჩვენი უდებების გამო ჩვენში დამკვიდრდნენ. ოცნებები გამოჩენისთანავე განვაგდოთ, შევრისხოთ ისინი, ხელთ ვიპყრათ სუ... იხილეთ სრულად