მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
თუ წმინდანების ცხოვრებას გადაავლებ თვალს, მხოლოდ განსაცდელს, ჭირს და მწუხარებას ნახავ. ცხოვრება მათ ასე გაატარეს. ერთი ტკბობისმოყვარეც ვერ შევა გამოუთქმელი სიხარულით აღსავსე საუკუნო სამკვიდრებელში, რომელიც მხოლოდ მათთვისაა განკუთვ... იხილეთ სრულად
საუკუნო სიხარული მხოლოდ მწუხარე ქრისტიანების ხვედრია. უფალი წმინდა სახარებაში მდიდრისა და ლაზარეს შესახებ ამბობს: „აბრაჰამ ჰრქუა [მდიდარს]: შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბორო... იხილეთ სრულად
შეუძლებელია, ღმერთმა სატანჯველიდან სატანჯველში შეიყვანოს ადამიანი. მაშ, შენც არ დამწუხრდე, გამხიარულდი, რადგან ღმერთმა აქ დროებითი ტანჯვის ღირსი გაგხადა, საუკუნოდ რომ განგისვენოს.
არასოდეს შევნატროთ ადამიანებს, რომლებსაც აქვე, დედამიწაზე მუდმივად აქვთ სიხარული და სიმშვიდე. ისინი უფრო უნდა გვეცოდებოდნენ, რადგან წარმავალი სიხარული მათ მომავალ ცხოვრებაში დაბრკოლებად ექცევათ.
ჭეშმარიტებაა, რომ წარმავალი მწუხარების დათმენით ქრისტიანები მომავალ საუკუნო სიხარულსა და განსვენებას შეიძენენ.
ქრისტიანების მიერ საკუთარი მამის – ღმერთის დავიწყება დიდი ბოროტებაა, რადგან მამობრივი კვერთხის (ტკივილი, მწუხარება, განსაცდელი და სხვ.) მოხვედრისას იმედს კარგავენ, ათასი გულისსიტყვა ეუფლებათ, რაც სწავლას ძალიან აძნელებს და უნუგეშო... იხილეთ სრულად
ყველა წმინდანმა ეს ცხოვრება დიდი ტანჯვით და ჭირთათმენით განვლო, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას არ ჰქონდა მათი შეჭირვების უფლება. და მაინც, მათი ცხოვრება ხშირად ნამდვილი მოწამეობა იყო. რა პასუხისგება გველის ჩვენ, მრავალი ცოდვით დაცემ... იხილეთ სრულად