ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
უბრალო სული სიმდაბლის მეუღლეა, ხოლო მზაკვარი სული - ამპარტავნების მეგობარია. მშვიდთა სულები სიბრძნით აღივსებიან, ხოლო მრისხანე კაცის გონება - სიბნელითა და უგუნურებით.
ყოველდღიურად გაიხსენე და გაჩხრიკე შენს მიერ ჩადენილი კეთილი და ავი საქმეები. კეთილნი დაივიწყე, რათა არ შეგიპყროს ამპარტავნებამ, ხოლო ავნი მოინანიე ცრემლითა და ლოცვით.
სიმთვრალე ხდება ფეხის წაბორძიკების მიზეზი, ხოლო ამგვარ გულისთქმათა მიზეზი ამპარტავნებაა. სიმთვრალისთვის დაისჯება ადამიანი, მაგრამ ამგვარ წაბორძიკებაში მას ბრალი არა აქვს
ეშმაკები არაერთგზის წარმომდგარან ნათლის ანგელოზების და მოწამეების სახით და სიზმარში უჩვენებიათ, თითქოს ჩვენ მათთან მივდივართ. გაღვიძებულებს სიხარული და ამპარტავნება გვავსეს.
ფული - ეს მომხვეჭელობის ვნების სათავეა და ღვთივსათნო დიდებისკენ როდი მიჰყავს ადამიანი, არამედ ტყუილუბრალოდ აბრმავებს, ამაოდ აამპარტავნებს და მის სულში სიმსივნის მსგავს სნეულებას ბადებს.
ვინც შინაგანად ამპარტავნებაშია თავისი ცრემლის გამო და განიკითხავს მათ, ვისაც ცრემლები არა აქვს, ის იმ მეომარს ჰგავს, ვინც იარაღს გამოითხოვს მეფისგან მტრის მოსაკლავად და მტრის მაგიერ იმ იარაღით თავს იკლავს
"ცოდნა სინათლეა!" - ამბობენ ბრძენი ამპარტავნები, რომლებსაც არც სიხარულის უნარი გააჩნიათ და არც მოწყალების. დაუკვირდი - საჰარის უდაბნო ყველაზე მზიანი ადგილია, იგი უფრო მეტად გავარვარებულ ცხედარს მოგვაგონებს
ძმაო, ნუ იქნება შენი სული ის ჭა, რომელიც ხან სიმდაბლის მაცოცხლებელ წყალს აღმოადინებს და ხან ამპარტავნების და პატივმოყვარეობის სიცხე აშრობს. არამედ უვნებელობის წყარო იყოს იგი, რომელიც სიგლახაკის წყალს აღმოადინებს
სულმოკლეობა მრავალ შვილს ბადებს: დრტვინვას, ურჩობას, ურცხვობას, ჩივილს, გმობას, სასოწარკვეთილებას და სხვა. ამპარტავნება და გაკერპება ჭეშმარიტი დები არიან, ისინი ათას შვილს შობენ. რომლებიც სულის დასაღუპად ერთიანდებიან
ვინც გვაქებს, ეშმაკების მსახური და ამპარტავნების წინამძღვარია. იგი ანადგურებს ლმობიერებას, ღუპავს სათნოებებს, ჭეშმარიტ გზას აგვაცდენს. "შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზაკვალი აგირიეს" (ეს. 3,12) - ამბობს წინასწარმეტყველი