ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ვინც დღეს სპილენძის მონეტას იპარავს, ხვალ ორს მოიპარავს, შემდეგ სამს და ვერცხლის მონეტებამდეც მივა.
ვიდრე დანაშაული ჯერ კიდევ მცირეა და კარგად არ მომწიფებულა, მოიკვეთე იგი, ვიდრე ტოტები ფართოდ გამოუტანია და მომწიფებულა
ყურადღება მივაქციოთ საკუთარ თავს და ვიზრუნოთ მსუბუქზე, ვიდრე ადვილია, რათა არ დამძიმდეს, რადგან სათნოებაც და ცოდვაც მცირედან იწყება და დიდ სიკეთემდე ან ბოროტებამდე მივყავართ.
ცოდვა დამწველი ცეცხლია. რაოდენობრივად შემცირების შემდეგ იგი ქრება, მომატებისას კი უფრო აალდება.
ბოროტება ნაპერწკალს ჰგავს - ჩააქრე იგი. სხვაგვარად ხანძარი გაჩნდება და გეენიის ცეცხლში დაიწვები.
უფრო ადვილია, თავიდან მოსპო ნაკლოვანება და თავი აარიდო მას, ვიდრე იგი ჩვენთან მხოლოდ მოახლოებულა, ვიდრე დათრგუნო და მასზე ამაღლდე მას შემდეგ, რაც მან ჩვენში წარმატებებს მიაღწია; ასევე ქვაც უფრო ადვილი შესაჩერებელია თავდაპირველად, ... იხილეთ სრულად
როდესაც თავდაპირველად საკუთარ თავში ნაკლოვანებას დაუშვებ, ნუ ჩათვლი, რომ ის ვერ დაგჯაბნის; რადგან, რამდენადაც უკვე მიცემული ხარ ამ ცოდვას, მან უკვე გაიმარჯვა შენზე.