იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები
იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები იოსებ ათონელი (ისიხასტი) | გამონათქვამები
რადგან ღმერთი, როგორც თვითგანდიდებული არსება, არ საჭიროებს ადამიანურ შრომას, არამედ ხარობს და უყვარს, როცა მისი სიყვარულისთვის ვეწამებით და ვივნებთ,. ამიტომაც გვაჯილდოვებს, როგორც მოღვაწეებს და უხვად გვიწყალობებს თავის მადლს.
ნეტარია და სამგზის ნეტარი ღმრთისმოშიში კაცი. ღმერთის ამ შიშისაგან იშვება ღმერთისადმი ნდობა და ადამიანს მთელი გულით სჯერა, რომ ვინაიდან სრულიად უძღვნა თავი ღმერთს, ღმერთიც მთლიანად ზრუნავს მასზე და საკვებისა და ჭერის გარდა, რომელზე... იხილეთ სრულად
სადაც ქრისტეა, - ნათელი სოფლისა, საიქიოს მარადიული ნათელი, მშვიდობა და სიხარული, - ანგელოზები და წმიდანებიც იქვეა, იქ სასუფევლის ზეიმია.
რადგანაც ქრისტე სოფლის ნათელია, ყველა ვინც მას ვერ ხედავს და მისი არ სწამს, რა თქმა უნდა, ბრმა არის. და პირიქით, ნათლისკენ მიემართებიან ისინი, რომლებიც ქრისტეს მცნებათა აღსრულებისთვის იღწვიან, მას აღიარებენ, ეთაყვანებიან და როგორც... იხილეთ სრულად
ნეტარ არიან, რომელთაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ნათელი სოფლისა ქრისტე შეიმოსეს, რამეთუ მათ უკვე შეიმოსეს სამოსი უხრწნელებისა.
და ყოველი ჩვენგანი, შესაბამისად სულის იმ სიწმინდისა და განათლებისა, რომელიც ამქვეყნად მიიღო, იმქვეყნად იხილავს ქრისტეს უფრო ახლოს, უფრო წმინდად და დატკბება მისი კეთილსურნელებით და სხვებზე მეტად გაიხარებს და იშვებს.
ამის (ქების) მიმართ იყავი ყურადღებით და სხვებსაც უთხარი: "გაფრთხილდით, პირში არ შეაქოთ ერთმანეთი, რადგან ქება სრულყოფილთაც კი ვნებს, არა თუ თქვენ, ჯერ კიდევ უძლურთ". ერთ წმინდანს სამჯერ უთხრა სტუმარმა, რომ კარგად წნავდა თავი... იხილეთ სრულად
ყოველი გასაჭირი, რომელიც გვაქვს, ადამიანთაგან იქნება იგი, დემონთა თუ ჩვენივე ბუნებისაგან, ფარულად ყოველთვის შეიცავს შესაბამის შენაძენს. და ვინც სულგრძელებით ითმენს, იღებს საზღაურს - აქ დაწინდვას, იქ კი აღსრულებას.
როდის ესმის ადამიანს სხვისი ტკივილი? როცა თავადაც ავად ხდება. როცა იმავეს განიცდის, მაშინ შეიცნობს და იგებს სხვის ტკივილს. სხვაგვარად სასტიკი რჩება და თუ ბუნებით კეთილი არ აღმოჩნდა, არავინ ეცოდება. მაგრამ ყველაფერი ის, რაც ბუნებით... იხილეთ სრულად