იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები
იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები იოსებ ათონელი (ისიხასტი) | გამონათქვამები
გონებრივი საქმიანობის გარეშე, გარეგნულისგან დიდი ხეირი არ გვაქვს. თუკი ღმერთის ყოველ გახსენებაზე ცრემლებს არ ღვრი, უმეცრებით ხარ დაავადებული, რაც ამპარტავნებას შობს და გულს გიუხეშებს.
სულმოკლეობა მრავალ შვილს ბადებს: დრტვინვას, ურჩობას, ურცხვობას, ჩივილს, გმობას, სასოწარკვეთილებას და სხვა. ამპარტავნება და გაკერპება ჭეშმარიტი დები არიან, ისინი ათას შვილს შობენ. რომლებიც სულის დასაღუპად ერთიანდებიან
სადაც სიკერპე და ამპარტავნებაა, იქ ურჩობა და საცდურია. სადაც მორჩილება და სიმდაბლეა, იქ ღმერთი განისვენებს
ასევე მადლიც, როდესაც ადამიანს უახლოვდება, უცვლის არა ბუნებას, არამედ – შემადგენელ და ბუნებრივ ელემენტებს და კეთილ მიდრეკილებებს, რითაც ბუნებრივადაა დაჯილდოებული, რამდენსაც იტევს თითოეულის ჭურჭელი, შეავსებს და აღავსებს, ან [რაც ცუ... იხილეთ სრულად
არსებობს ბრძოლები, რომლებიც ადამიანმა იცის და ამიტომ გაურბის, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებიც არ იცის, რადგან შერკინება გონებაში ხდება და არ არის ადვილი, კაცმა შეამჩნიოს სამშვინველში ცვლილება, გონების მოძრაობა, სხეულის სნეულება... იხილეთ სრულად