თანაგრძნობა - ციტატები, გამონათქვამები
თანაგრძნობა - ციტატები, გამონათქვამები თანაგრძნობა, გამონათქვამები, ციტატები
თუ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ცალკეულ პიროვნებას, ვერ ვამჩნევთ მის ტკივილს და წუხილს, რა ფასი აქვს ჩვენს თუნდაც საკაცობრიო ჰუმანურ იდეებს, უბრალო ფრაზებს?
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, გაზიარებული მწუხარება სუსტდება, ხოლო გაზიარებული სიხარული ძლიერდება.
"მისდიეთ მოწყალების გზასა და სიმართლეს", - გვარიგებს ბრძენი. აქ, ერთი მხრივ, იგულისხმება ღვთის მოწყალება, მოყვასისათვის გაწეული სიკეთე, გაჭირვებულისადმი თანაგრძნობა... საერთოდ მზადყოფნა სხვათა დასახმარებლად, ხოლო მეორე მხრივ - ... იხილეთ სრულად
უნდა შევძლოთ დანაშაულის მიზეზის მიგნება და არა განკითხვით, არამედ თანადგომითა და თანაგრძნობით ცოდვილის სწორ გზაზე დაყენება.
განსაკუთრებული მისია ეკისრებათ ქართველ დედებს. მათ უნდა შეძლონ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის შეცვლა. მათ აკვნიდანვე უნდა ჩაუნერგონ შვილებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ერთგულების, თანაგრძნობის უნარი.
ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე დიდი ხარვეზი იქნება დაშვებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნუ დავივიწყებთ... იხილეთ სრულად
ძნელია ვისწავლოთ ადამიანებისადმი თანაგრძნობა, თუ ღვთაებრივი სიყვარულით არ ვართ გამთბარნი, ეს კი გულისხმობს თანადგომას არა მარტო განსაცდელში მყოფთადმი, არამედ შეურაცხმყოფელთადმიც, ეს გულისხმობს ეგოიზმის უარყოფას, უშურველობას, მორჩი... იხილეთ სრულად