იმას, ვინც ღმერთისგან სიმდაბლეს ითხოვს, მაგრამ კაცს არ იწყნარებს, რომელსაც მას ღმერთი სიმდაბლის მოსაპოვებლად უგზავნის, არ სცოდნია, რას ითხოვს; რადგან სათნოებები კი არ იყიდება, მსგავსად მაღაზიაში ფართო მოხმარების საქონლისა (წონით, ...
იხილეთ სრულად
იმას, ვინც ღმერთისგან სიმდაბლეს ითხოვს, მაგრამ კაცს არ იწყნარებს, რომელსაც მას ღმერთი სიმდაბლის მოსაპოვებლად უგზავნის, არ სცოდნია, რას ითხოვს; რადგან სათნოებები კი არ იყიდება, მსგავსად მაღაზიაში ფართო მოხმარების საქონლისა (წონით, რამდენიც გვინდა), არამედ ამისთვის ღმერთი თავად გვიგზავნის ადამიანებს ჩვენსავე გამოსაცდელად, რათა გავისარჯოთ, სიმდაბლე შევიმოსოთ და გვირგვინი მოვიპოვოთ.
კეთილმოღვაწე ადამიანები თანამოძმეთა დაცემისგანაც სარგებელს იღებენ: ასეთ შემთხვევებს იყენებენ, როგორც საიმედო მუხრუჭებს, რათა სიფრთხილე გამოიჩინონ და დამრეც ფერდობზე არ გადაიჩეხონ. მზაკვრები კი, სამწუხაროდ, სხვისი სათნოებიდანაც ვერ...
იხილეთ სრულად
კეთილმოღვაწე ადამიანები თანამოძმეთა დაცემისგანაც სარგებელს იღებენ: ასეთ შემთხვევებს იყენებენ, როგორც საიმედო მუხრუჭებს, რათა სიფრთხილე გამოიჩინონ და დამრეც ფერდობზე არ გადაიჩეხონ. მზაკვრები კი, სამწუხაროდ, სხვისი სათნოებიდანაც ვერ იღებენ სარგებელს, რადგან ამ სათნოებებს თავიანთ ენაზე თარგმნიან თავიანთი მზაკვრული ლექსიკონით. ამის გამო გონება კაცისმკვლელის სიბნელით ებინდებათ და სულიერად აზიანებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც;
სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს, მაგრამ ასევე არ ინახავს იგი თავისთვის საკუთარ სიკეთესაც. ამიტომ არ გააჩნიათ მათ ლამაზი ნივთები და არც ამქვეყნიური სილამაზე აღელვებთ. ამ სახით წარმოაჩენენ ისინი მხურვალე ღვთის რწმენას და უ...
იხილეთ სრულად
სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს, მაგრამ ასევე არ ინახავს იგი თავისთვის საკუთარ სიკეთესაც. ამიტომ არ გააჩნიათ მათ ლამაზი ნივთები და არც ამქვეყნიური სილამაზე აღელვებთ. ამ სახით წარმოაჩენენ ისინი მხურვალე ღვთის რწმენას და უაღრეს სიყვარულს.
სიყვარული, როცა იგი გარეგან უპოვრობასთან არის შეზავებული, ხელს უწყობს შინაგანი უპოვრობის მიღწევას – ვნებებთან მიმართებაში. უპოვრობის ეს ორივე სახე კი ადამიანს ღვთიური სათნოებებით ამდიდრებს.
ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ემსახურებიან, მაგრამ ამპარტავნებით, თავიანთ სათნოებებს ისე აფუჭებენ, როგორც ერბო-კვერცხს, მასში მოხვედრილი სკორე: მაშინ ის მხოლოდ ტაფასთან ერთად გადასაგდებად თუ გამოდგება.
მგრძნობიარე და მოშურნე ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ზედმიწევნით იმარხავენ, ჩვეულებრივ, უგრძნობელთა მხრიდან უსამართლობას განიცდიან, - თუმცა მათ სიყვარულის გამო ყოველთვის უთმობენ, - მაგრამ სამაგიეროდ მათთან შეუქცევად მყოფობს ღვთის...
იხილეთ სრულად
მგრძნობიარე და მოშურნე ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ზედმიწევნით იმარხავენ, ჩვეულებრივ, უგრძნობელთა მხრიდან უსამართლობას განიცდიან, - თუმცა მათ სიყვარულის გამო ყოველთვის უთმობენ, - მაგრამ სამაგიეროდ მათთან შეუქცევად მყოფობს ღვთის სიყვარული. ხშირად, მაღალი მგრძნობიარობის შედეგად, საკუთარ თავს ისინი თვითონვე ტანჯავენ: გადამეტებულად აღიქვამენ საკუთარ მცირე შეცოდებებს ან სხვის შეცდომებს საკუთარ თავზე იღებენ. მაგრამ ღმერთი კვლავ ატკბობს მათ სამოთხისე...
ყოველ ჩვენს საქმეს, განზრახვას, გულისსიტყვას, ყოველ შინაგან სწრაფვასა და გატაცებას წინ სულიერი განსჯა წავუმძღვაროთ, საღმრთო სჯულის მიხედვით წარვმართოთ ჩვენი გარეგანი და შინაგანი ცხოვრება. უამისოდ ჩვენი ქცევა ვერც კეთილგონივრული იქ...
იხილეთ სრულად
ყოველ ჩვენს საქმეს, განზრახვას, გულისსიტყვას, ყოველ შინაგან სწრაფვასა და გატაცებას წინ სულიერი განსჯა წავუმძღვაროთ, საღმრთო სჯულის მიხედვით წარვმართოთ ჩვენი გარეგანი და შინაგანი ცხოვრება. უამისოდ ჩვენი ქცევა ვერც კეთილგონივრული იქნება და ვერც ღმერთისთვის სათნო; უამისოდ ყოველთვის გვაცთუნებს მტერი გარედანაც და შიგნიდანაც. ღმრთის შიშმა დაე გვასწავლოს მღვიძარება და სიფხიზლე, საღმრთო სჯულის შესწავლამ და მის მიხედვით ცხოვრებამ კი მოგვანიჭოს სულიერი გან...
ერთხელ ანტონის ახლომახლო მონასტრებიდან ბერები ეწვივნენ და მთელი ღამე საუბარში გაატარეს. სიტყვა იმაზე ჩამოვარდა, თუ ყველაზე მეტად რომელი სათნოება იცავს მონაზონს ხიბლში ჩავარდნისა და ეშმაკის მახეთაგან. ერთნი მარხვასა და მღვიძარებას ...
იხილეთ სრულად
ერთხელ ანტონის ახლომახლო მონასტრებიდან ბერები ეწვივნენ და მთელი ღამე საუბარში გაატარეს. სიტყვა იმაზე ჩამოვარდა, თუ ყველაზე მეტად რომელი სათნოება იცავს მონაზონს ხიბლში ჩავარდნისა და ეშმაკის მახეთაგან. ერთნი მარხვასა და მღვიძარებას ასახელებდნენ, რამეთუ მათი მეშვეობით აზრი სიფაქიზეს იძენს, იწმინდება და უფრო ადვილად მიეახლება ღმერთს; მეორენი უპოვარებასა და ქონების მოძულებაზე მიუთითებდნენ, რამეთუ ამ გზით გონება თავს აღწევს მრავალფერ მიწიერ ზრუნვათა ბო...
ღმერთის სათნო განსჯა წინ უნდა უძღოდეს ჩვენს ყველა მოქმედებას, არა მარტო მოყვასის მიმართ, რათა ცილი არ დავწამოთ მართალ და უდანაშაულო ადამიანებს, ანდა სასტიკი სასჯელი არ დავადოთ იმ შეცოდებებისთვის, რომლებიც ასეთ მკაცრ ზომებს სრულიად...
იხილეთ სრულად
ღმერთის სათნო განსჯა წინ უნდა უძღოდეს ჩვენს ყველა მოქმედებას, არა მარტო მოყვასის მიმართ, რათა ცილი არ დავწამოთ მართალ და უდანაშაულო ადამიანებს, ანდა სასტიკი სასჯელი არ დავადოთ იმ შეცოდებებისთვის, რომლებიც ასეთ მკაცრ ზომებს სრულიად არ იმსახურებენ: განსჯა წინ უნდა უძღოდეს ჩვენს ყველა მოქმედებას, როგორც გარეგნულს, ისე შინაგანს. წმ. მამები ამ განსჯას "სულიერ განსჯას" უწოდებენ – იმ მთავარ სათნოებას, რომელზეც დამოკიდებულია ყველა სხვა სათნოების სისწორე ...
წმ. მამათა კითხვა არის მშობელი და მეუფე ყველა სათნოებისა. მათგან ვსწავლობთ წმ. წერილის ჭეშმარიტ გულისხმისყოფას, მართალ სარწმუნოებას, სახარების მცნებებით ცხოვრებას, ამ მცნებების ღრმა პატივისცემას - ერთი სიტყვით, ცხონებას და ქრისტია...
იხილეთ სრულად
წმ. მამათა კითხვა არის მშობელი და მეუფე ყველა სათნოებისა. მათგან ვსწავლობთ წმ. წერილის ჭეშმარიტ გულისხმისყოფას, მართალ სარწმუნოებას, სახარების მცნებებით ცხოვრებას, ამ მცნებების ღრმა პატივისცემას - ერთი სიტყვით, ცხონებას და ქრისტიანულ სრულყოფილებას.