განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
ავისმეტყველ სულს სამკაპა ენა აქვს: იგი ზიანს აყენებს საკუთარ თავს და მსმენელს, ზოგჯერ კი მასაც, ვისზეც ავმეტყველებს.
თუ ზრახვა შენი ძმის შესახებ რაიმე ცუდის სათქმელად გიბიძგებს, დაფიქრდი, რაოდენ საშიშია ეს შენი სულისთვის, ღვთისთვის კი - საძაგელია - და დამშვიდდები.
ვინც ნახატს დასცინის, ის მის მხატვარს დასცინის. "ვინც საპყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს" (იგავ. 17, 5).
სხვებზე ცუდს ამბობ და მათში მცირე ნაკლოვანებასაც კი ამჩნევ; როგორც ჩანს, არ გეშინია, რომ ისინი შენს უფრო დიდ ნაკლოვანებებზე ილაპარაკებენ!
სხვებზე ცუდს ამბობ; როგორც ჩანს, არ გეშინია, რომ ისინი ცუდს იტყვიან შენზე, რამეთუ თვითონ აძლევ მათ ამისთვის საბაბს.