მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
ზეცაში, შვილო, ადამიანის განღმრთობა ხდება. იქ უფალი ღმერთი ყოველგვარ ცრემლს, ურვას, ტკივილსა და სულთქმას მოგვაცილებს, რადგან ზეცა ანგელოზებრივი მოქალაქეობის საუფლოა, სადაც ძირითადი საქმე სულიერ ჰიმნთა გალობაა!
როგორც ჭიაღუა ადვილად უჩნდება რბილ ნაყოფს, ასევე მწუხარება ჩაისახება იმ ადამიანებში, რომლებსაც მეტად ფაქიზი ზნეობა აქვთ.
65. როგორც დღეს ღამე ცვლის და ზაფხულს ზამთარი, ასევე პატივმოყვარეობა და ავხორცობა მწუხარებითა და მწარე ტკივილებით იცვლება ან ამქვეყნად, ან მომავალ ცხოვრებაში.
58. ღვთის სიყვარული თავის თანაზიარს ყოველგვარ წარმავალ სიამეს, ყოველგვარ ტანჯვასა და მწუხარებას არად მიაჩნევინებს. ამაში დაგვარწმუნებს ყველა წმინდანი, რომელთაც ამდენი ტანჯვა გადაიტანეს ქრისტეს გამო.