ეშმაკი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ეშმა კაცთა მოდგმის მოსისხლე მტერია. დასაბამიდან კაცის მკვლელი. ადამიანის წინააღმდეგ მან ყოველგვარი ხერხი გამოიყენა და ახალ მზაკვრობას დღენიადაგ იგონებს, რათა წარწყმიდოს.
ადამიანისთვის ადვილია ცხოველებთან ბრძოლა. ამისთვის მას იარაღი გააჩნია, მაგრამ მისთის ძნელია ბოროტ სულებთან შერკინება, რადგან ბოროტი სულები ისეთ იარაღს ფლობენ, ადამიანს რომ არ გააჩნია.
თუ ურწმუნო ადამიანი ბრძოლაში გიწვევს, უგუნური შეურაცხგყოფს, გაბოროტებული გდევნის, ჩათვალე, რომ ეს ბოროტისგან არის, რამეთუ ადამიანი ბუნებით ღვთისმოსავია, კეთილი და გონიერი.
ეშმაკი ეპატრონება იმათ, რომელნიც არ ლოცულობენ და არ მარხულობენ. სახარებაში პირდაპირ წერია: „ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მთ. 17, 21).
სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისა (ინ. 12, 31), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე, და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო.
დედა, თავისი ჩვილის მოკვლით დემონთან ერთსულოვანი ხდება, სატანასთან, რომელზედაც მაცხოვარმა თქვა: „იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან“ (იოანე 8, 44).
ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულმა ბოროტმა ძალამ შურის გამო სინათლე წაართვა ადამიანებს და ცდილობდა და ცდილობს მის ჩაქრობას, რასაც კეთილი ნების დათრგუნვა მოჰყვა. ნაცვლად იმისა, რომ ნათლით გაბრწყინებულიყო, ადამიანი ბოროტის სადგურად იქცა. ... იხილეთ სრულად
„განკითხვა მიტაცება არს მხოლოდშობილისა პატივისა და დამაქცეველი სულისა“ (იოანე კიბისაღმწერელი). ამ ცოდვით ყველაზე მეტად ისინი არიან დამძიმებულნი, საკუთარ თავს კარგად რომ არ იცნობენ, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სინანული და, ბოლოს, ა... იხილეთ სრულად