ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე - ციტატები, გამონათქვამები
ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე - ციტატები, გამონათქვამები ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე
ნუ იტყვი, რომ ფულს ღატაკთათვის აგროვებ, რადგან ქვრივი დედაკაცის ორმა ლეპტამ შეიძინა სასუფეველი ცათა
ვინც ამ ვნებას ამარცხებს, ის საზრუნავს მოიკვეთს, მისგან შებორკილი კი, წმინდა გულით ვერასოდეს ილოცებს
მინახავს ისეთი უქონელნი, რომლებიც სულით ღატაკებთან თანაცხოვრებით სულიერად გამდიდრდნენ და საკუთარი უქონლობა არად შერაცხეს
ზღვის ტალღები არასოდეს შეწყვეტენ ღელვას, ხოლო ვერცხლისმოყვარის გულს მწუხარება არასდროს დატოვებს
იობთან ვერცხლისმოყვარების კვალსაც კი ვერსად ვნახავთ, რადგან ის, ყველაფრის დაკარგვის მიუხედავად, მწუხარებას არ შეუპყრია
ვერცხლისმოყვარება ძირი არს ყოველთა ბოროტთა. (1 ტიმ. 6, 10). და ეს ნამდვილად ასეა, რადგან სიძულვილს, შურს, განყოფას, ბრძოლას, მწუხარებას, ავმეხსიერებას, სისასტიკესა და მკვლელობას შობს