ეშმაკს არ მიესვლება სულში, როდესაც იგი არანაირ ვნებას არ ასაზრდოებს. მაშინ ის ნათელია და ეშმაკს მისი შეხედვა არ ძალუძს. როდესაც სული ვნების აღძვრას დაუშვებს და დაეთანხმება მას, მაშინ დაბნელდება, ეშმაკი დაინახავს, თამამად მიუახლოვდ...
იხილეთ სრულად
ეშმაკს არ მიესვლება სულში, როდესაც იგი არანაირ ვნებას არ ასაზრდოებს. მაშინ ის ნათელია და ეშმაკს მისი შეხედვა არ ძალუძს. როდესაც სული ვნების აღძვრას დაუშვებს და დაეთანხმება მას, მაშინ დაბნელდება, ეშმაკი დაინახავს, თამამად მიუახლოვდება და იწყებს მასში ბატონობას. სულს უმთავრესად ორი მთავარი მოძრაობა აშფოთებს – სიძვა და მრისხანება.
ეშმაკები სულები არიან. ჰოდა, ისინი ენათესავებიან და ემსგავსებიან ჩვენს საკუთარ სულს, გონებას. ხოლო სულის ჭკუა არის გამომზრდელი, რადგან გულში მოაქვს გონივრული მოძრაობის ყოველგვარი სახე და აზრი, გული კი გადაამუშავებს ყოველივე ამას დ...
იხილეთ სრულად
ეშმაკები სულები არიან. ჰოდა, ისინი ენათესავებიან და ემსგავსებიან ჩვენს საკუთარ სულს, გონებას. ხოლო სულის ჭკუა არის გამომზრდელი, რადგან გულში მოაქვს გონივრული მოძრაობის ყოველგვარი სახე და აზრი, გული კი გადაამუშავებს ყოველივე ამას და აწვდის შემეცნებას – ჰოდა გონება ამგვარად ტყუვდება... ანუ უწმინდური სული ქურდულად აბინდებს გონებას, და იგი ამას, ჩვეულებისამებრ, როგორც არის ისე აძლევს გულს. და თუ გული განწმენდილი არ არის, ბრმად გადასცემს მას შემეცნება...
გლოვისა და სინანულის გრძნობა ერთადერთია, რაც ესაჭიროება სულს, რომელიც უფლისგან საკუთარ ცოდვათა მიტევებას ითხოვს. ეს კეთილი ნაწილია! თუ იგი აირჩიე, ნუ დაკარგავ მას! ნუ გაცვლი ამ საგანძურს ფუჭ, ცრუ, იძულებით მოჩვენებით მადლმოსილ შეგ...
იხილეთ სრულად
გლოვისა და სინანულის გრძნობა ერთადერთია, რაც ესაჭიროება სულს, რომელიც უფლისგან საკუთარ ცოდვათა მიტევებას ითხოვს. ეს კეთილი ნაწილია! თუ იგი აირჩიე, ნუ დაკარგავ მას! ნუ გაცვლი ამ საგანძურს ფუჭ, ცრუ, იძულებით მოჩვენებით მადლმოსილ შეგრძნებებზე, ნუ წარწყმდები საკუთარი თავის ცდუნებით.
ნეტარია სული, რომელმაც გააცნობიერა ღმრთის წინაშე თავისი სრული უღირსება, განიკითხა საკუთარი თავი, როგორც უბადრუკი და ცოდვილი! იგი ცხონების გზაზე დგას. იგი თავისუფალია თვითცდუნებისგან.
ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას! ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველმამათა დაცემასა და ძველი ადამის სიძველეს! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღმრთო მადლით სიბრმავისგან გა...
იხილეთ სრულად
ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას! ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველმამათა დაცემასა და ძველი ადამის სიძველეს! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღმრთო მადლით სიბრმავისგან განკურნებული გონების ხედვა. აღმოსავლეთის წმინდა ეკლესია გვასწავლის მარხვითა და მუხლმოდრეკით გამოვითხოვოთ ღმრთისგან ჩვენი ცოდვების ხედვა.
სხეულთან განშორების შემდგომ სულები უქმად არ არიან და არც ცნობიერებას კარგავენ; ამას ადასტურებს სახარების იგავი მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკ. 16. 22–28)... მიცვალებულთა სულები არათუ თავიანთ ცნობიერებას, არამედ განწყობასაც არ კარგავენ,...
იხილეთ სრულად
სხეულთან განშორების შემდგომ სულები უქმად არ არიან და არც ცნობიერებას კარგავენ; ამას ადასტურებს სახარების იგავი მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკ. 16. 22–28)... მიცვალებულთა სულები არათუ თავიანთ ცნობიერებას, არამედ განწყობასაც არ კარგავენ, ანუ – იმედს, შიშს, სიხარულს, მწუხარებას და ნაწილობრივ უკვე განიცდიან იმას, რასაც საყოველთაო განკითხვაზე მოელიან... სულები უფრო ცოცხალნი ხდებიან, უფრო მოშურნედ განადიდებენ ღმერთს. და მართლაც, თუკი ჩვენი გონების შესაძლებლ...
სხეულებრივი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი პირველი ცოდვისათვის რომ გვეწია სასჯელად, ჩვენი სხეული შესაბამის დროს და დადგენილი წესით აღდგენილ იქნება თავის თავდაპირველ სიმტკიცეში და ამ სიმტკიცეს საკუთარი ნებელობის ძალისხმევით კი არ მოიპოვებ...
იხილეთ სრულად
სხეულებრივი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი პირველი ცოდვისათვის რომ გვეწია სასჯელად, ჩვენი სხეული შესაბამის დროს და დადგენილი წესით აღდგენილ იქნება თავის თავდაპირველ სიმტკიცეში და ამ სიმტკიცეს საკუთარი ნებელობის ძალისხმევით კი არ მოიპოვებს, არამედ ღმერთის მიერ გაძლიერებულ სულთან ხელახალი შეერთების გზით. თავის მხრივ, სულიც თავისი ნებელობით კი არ გაძლიერდება, არამედ – ღმერთის მიერ, რომლითაც იგი დასტკბება. ამიტომაც სული უფრო სრულყოფილი ცხოვრებით ჰგიებს სხეუ...
რა თქმა უნდა, თუკი მხოლოდ სული იღვწოდა სათნოებისთვის, მაშინ მხოლოდ ის დაგვირგვინდება. და თუკი მხოლოდ იგი იმყოფებოდა გამუდმებით სიამოვნებებში, მაშინ მართებული იქნებოდა მარტო იგი დასჯილიყო, მაგრამ რადგანაც სულს სხეულის გარეშე არ ჰქო...
იხილეთ სრულად
რა თქმა უნდა, თუკი მხოლოდ სული იღვწოდა სათნოებისთვის, მაშინ მხოლოდ ის დაგვირგვინდება. და თუკი მხოლოდ იგი იმყოფებოდა გამუდმებით სიამოვნებებში, მაშინ მართებული იქნებოდა მარტო იგი დასჯილიყო, მაგრამ რადგანაც სულს სხეულის გარეშე არ ჰქონია არსებობა და არც სათნოებათა ან ვნებათა მიმართ სხეულისაგან განცალკევებით არ ილტვოდა, მაშინ სამართლით ერთიც და მეორეც ერთად მიიღებს მისაგებელს...