სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული, გამონათქვამები, ციტატები
ღვთისადმი რწმენითა და ხალხის სიყვარულით შენდებოდა, იწერებოდა და იქმნებოდა ყოველივე ღირებული და დიადი კაცობრიობის ცხოვრებაში.
ახალი ადამიანი რწმენითა და სიყვარულით უნდა აღიზარდოს. სულიწმიდის მადლით განახლებული პიროვნება შეძლებს გარემომცველ სულიერ და მატერიალურ სამყაროსთან ჰარმონიულად ცხოვრებას; მისთვის მთავარი იქნება თავად პროცესი მუდმივი განვითარებისა დ... იხილეთ სრულად
შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და ჭეშმარიტი სიყვარული და ცხოვრება მოიპოვოს.
სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს გასცემს, იგი მხოლოდ თავისთვის ზრუნავს, და მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც ვერ დაკმაყოფილდება.
ოდითგანვე ბრძენნი ადამიანის ცხოვრების არსს მოყვასის ბედნიერებისათვის ზრუნვაში ხედავდნენ. გიყვარდეს მოყვასი და შენც უყვარდე სხვებს - უფლის მიერ ბოძებული დიდი ნიჭია. ასეთ დამიანს სარწმუნოება და სიყვარული კარნახობს, როგორ გამოძებნოს ... იხილეთ სრულად
რწმენა ადამიანის სულისა და ღმრთის შინაგანი ერთობაა, ხოლო სიყვარული - ამისი გარეგნული გამოხატულება. სიცოცხლის აზრი სიყვარულისადმი მსახურებაშია. რწმენას მივყავართ ღმერთამდე, სიყვარული კი ადამიანებთან გვაახლოვებს.
რამ აიძულა მღვდელი თევდორე წამებით დაესრულებინა სიცოცხლე, თუ არა ღვთის რწმენამ და მამულის დიდმა სიყვარულმა?! 1609 წელს, ლუარსაბ II მეფობის დროს, ოსმალთა ჯარი შეიჭრა ქართლში, რომელსაც სურდა გაეგო, სად იყო დაბანაკებული ქართველთ... იხილეთ სრულად
ვინც რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობს, მისი ყოველი ნაბიჯი სიკეთითაა ნიშანდებული. რწმენა და სიყვარული აუცილებლად გვაჩვენებს გზას მოქმედებისათვის; იგი მტირალთან ტირის და მხიარულთან იცინის, იჩქარის სნეულთა, დავრდომილთა და მხცოვანთა, ქ... იხილეთ სრულად
ალბათ, არცერთ სხვა ენაში არ მოიძებნება სიყვარულის ისეთი სიღრმისეული გამოხატვა, როგორც ეს ქართულ სიტყვებშია: გენაცვალე, შენი ჭირიმე...