სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
კეთილდღეობა შეიძლება, სიღარიბეზე საშიშიც იყოს და უბედურება კეთილდღეობაზე მაცხოვნებელი. ნუ შეგშურდება კეთილდღეობაში მყოფის და უბედურებისას გულს ნუ გაიტეხ.
ბედნიერია სიღარიბე. იგი არ იცნობს დამღუპველ მანკიერებებსა და დანაშაულებრივ ვნებებს, რომლებიც ესოდენ ხშირად აწამებენ გაფუფუნებული მდიდრის სულს.
ღარიბისთვის უცნობია ხმაურიანი საზოგადოების მრავალი სიხარული. მაგრამ რა საბრალოა მათი სიცარიელე! ეჰ, ისინი მხოლოდ ცარიელნი რომ იყვნენ!
შემოქმედის მიერ ბოძებული ბედით სიღარიბე უკეთესი ცხოვრების პირობებს ქმნის, რაც სიმდიდრეს არ გააჩნია.
სიმდიდრის ქონა სულაც არ ნიშნავს სიმშვიდესა და კმაყოფილებას და იმას, რომ აღარაფერი გინდოდეს. "შენ მწუხარებ, ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - როდესაც მდიდარს ხედავ, ის კი თავისზე მდიდრის დანახვაზე უფრო მეტად წუხს".