სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ქრისტეს აღდგომა არის დღესასწაული ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა და იმედისა, ზეიმი სიცოცხლისა, სიკვდილის დამთრგუნველისა.
ესა თუ ის კეთილი თუ ბოროტი სურვილი ჯერ აზრობრივად ყალიბდება და მერე იქცევა იგი მოქმედებად. თუ კეთილი რამ განიზრახე, მაინც კარგად დაფიქრდი, მრავალი კუთხით განიხილე იგი და განსაზღვრე მისი შემდგომი განვითარებაც. დაიმახსოვრე, კეთ... იხილეთ სრულად
ცოდნა სიკეთისა და ბოროტებისა და უნარი მათი გარჩევისა, არ ცვლის ჩვენს ცხოვრებას, არ ანიჭებს ადამიანს ღვთის სათნო ბუნებას; აუცილებელია მტკიცე ნებისყოფა, გამბედაობა და უფლის შეწევნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფლის შეწევნა, რამეთუ... იხილეთ სრულად
ადამიანი, როგორც წესი, კეთილი ან ბოროტი ძალის გავლენის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ამავე დროს, თვითონ არის თანამონაწილე და მიზეზი ამა თუ იმ ენერგიის გავლენისა.
ჩვენი გული და აზროვნება სიკეთისაკენ უნდა მივმართოთ, რათა დავიბრუნოთ ნამდვილი სარწმუნოება, და ამპარტავნებისაგან განთავისუფლებულებმა ავაღორძინოთ ჭეშმარიტი სიყვარული.
ვისაც არ სურს სიკეთე ირწმუნოს, მას ვერც ზეციური სასწაულები უშველის. ბოროტებით აღსავსე გული გრანიტზე უმტკიცესია. ცოდვით დაბინდულ გონებაში ვერ შეაღწევს ნათლის სხივი, რომლის ძალმოსილება ათას მზეს აღემატება. მაგრამ თუ ადამიანი გულიდან... იხილეთ სრულად
ვინც გედავება, მას სიკეთე მიაგე და ამით სძლევ. ურწმუნოება, შეშლილობა და გაბოროტება უმეცრების შედეგია. კეთილი საქმე ყოველივე ამას ლაგამს ამოსდებს.
ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება უაზრო ხეტიალი არ უნდა იყოს, კეთილსა და ბოროტს, შეჭმარიტებასა და სიცრუეს შორის არჩევანი უნდა მოხდეს.
ქრისტე წყალგამყოფია, სადაც იგი გამოჩნდება, ადამიანები ორ ბანაკად იყოფიან, ერთნი სიკეთეს შეჰხარიან და სხვანი კი სრულებით არ ეძიებენ მას. ასე იყო მაშინაც, როდესაც განხორციელებული უფალი ამქვეყნად მიმოდიოდა, და დღემდეც ასეა.
სინათლესა და ბოროტებას შორის ხიდია და არა უფსკრული. ყველაზე წმინდანებს და ყველაზე ცოდვილებს ძმობისათვის საერთო საფუძველი აქვთ. თქვენი ცოდვები ჩემი ცოდვებია, ჩემი ცოდვები კი თქვენი. ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ეს ამოსავალი წერტილია.