სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტად კეთილი ადამიანი სხვისი მწუხარებისას საკუთარს ივიწყებს და სხვისი ბედნიერებისას - საკუთარ ბედნიერებას.
დაე, მეგობრობით კეთილ ადამიანებს დავუკავშირდეთ; ჩვენი უახლოესი და უპირველესი საზრუნავით - ახლობლებს; ჩვენი სიყვარულით - ყველას; ჩვენი შემწეობით - გასაჭირში მყოფს.
ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს მაშინ, როდესაც ბედი სწყალობს, მას უბედურებაში მეგობრები არ ჰყავს.
თვით ღმერთია გულღია, რამეთუ გონიერი ქმნილებები შექმნა, რომელთათვისაც შეეძლო, საკუთარი სრულყოფილება გაეხსნა.
ვინც მარტო თავისი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ გამორჩენას დაეძებს, ის ბედნიერი ვერ იქნება. ჩვენ ჭეშმარიტად მაშინ ვცხოვრობთ საკუთარი თავისთვის, როდესაც სხვებისთვის ვცხოვრობთ.
ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, საკუთარ თავზე ზრუნავს და ფიქრობს: ოღონდ თვითონ იყოს კარგად და სხვებმა, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, - ასეთი ჩვენი ყველაზე საშიში მტერია.
მოყვასის სიყვარული და მისთვის სიკეთის კეთება მხოლოდ იმიტომ როდია საჭირო, რომ ეს ძველი და ახალი აღთქმის ღვთაებრივი კანონმდებლობის პირდაპირი მცნებაა (ლევ. 19, 18; მათე 22, 37-39), არამედ იმიტომაც, რომ მოყვასისადმი ამ სიყვარულში ჩვენ... იხილეთ სრულად