სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
როდესაც ამბობ, ღმერთი კაცთმოყვარეა და ამიტომ არ დაგვსჯის, მაშინ შენი ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ თითქოს ის კაცთმოყვარე აღარ იქნება თუ დაგვსჯის.
ღმერთი მაშინაც კი სიკეთეს გვანიჭებს, როცა გვსჯის
ყოვლადბრძენი უფალი თავისი სიბრძნით უბედურებას ჩვენივე ბედნიერებისთვის გვიგზავნის
თუკი ყოვლადსახიერმა მწუხარება მოგივლინა, ე.ი. თვით მწუხარებაშია შენთვის სიკეთე
უფალი სჯის სხეულს სულის ცოდვების გამო, რათა სული გონს მოიყვანოს
ზეციური მკურნალის მიერ მოვლენილი სიმწარე, უფრო სასარგებლოა სულიერი სიჯანსაღისთვის, ვიდრე - სიტკბოება, რომელსაც წუთისოფელი გვთავაზობს
კეთილდღეობაც შეიძლება, უბედურებაზე საშიში აღმოჩნდეს და უბედურება - კეთილდღეობაზე მაცხოვნებელი
ხშირად ვხედავთ, რომ კმაყოფილება თვითკმაყოფილებას იწვევს
რა იშვიათად და გულგრილად ილოცებდნენ ადამიანები, ტანჯვა-წამება და მწუხარება რომ არ ყოფილიყო!
მწუხარებებით უფალი უმეტესი მწუხარებებისგან გვიხსნის