ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ვინც მცირეში მარცხდება, ის დიდშიც დამარცხდება, ხოლო ვინც მცირეს დაამარცხებს, ის დიდსაც მოერევა.
უფრთხილდით მცირედის არად მიჩნევასა და მის სიძულვილს, როგორც - მცირესი და არარაობისა; ის მართლაც მცირე როდია, რადგან მისი მეჩვეობით ცუდი ჩვევა გამომუშავდება.
დათრგუნე ცოდვა დასაწყისშივე, ვიდრე იგი მცირეა და ადვილია მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. კარგს არაფერს მოიტანს, თუ მას გაზრდისა და შენში განმტკიცების საშუალებას მისცემ; მისგან კი როგორც ჩაუქრობელი ნაპერწკლიდან ცეცხლი - ცოდვილი ჩვევ... იხილეთ სრულად
არ არსებობს ტირანია, რომელიც უფრო აუტანელი იქნებოდა, როგორც ჩვევა; ტყუილად როდი უწოდებენ მას მეორე ბუნებას.
თუ ყოველგვარი ცოდვა სულიერ ხედვას ამუქებს, მაშ, შეიძლება ითქვას, რომ ცოდვილი ჩვეულება ჩვენს თვალში წარმოშობს მუქ წყალს, რომლის საწინააღმდეგო წამალი არ არსებობს.
რაოდენ ნაკლებმნიშვნელოვანი და საძაგელიც არ უნდა იყოს ცოდვა, ჩვეულება მას ნაკლებმნიშვნელოვნად და არარაობად წარმოაჩენს.
ქრონიკული ავადმყოფობები მხოლოდ უდიდესი მცდელობით, მუდმივი ძალდატანებით იკურნება; იგივე უნდა ითქვას ცოდვილ ჩვევებზეც
იმისათვის, რომ ცოდვის სიმძიმეს არ განიცდიდე, გამუდმებით იფხიზლე საკუთარ თავთან, ყურადღება მიაქციე არა მხოლოდ საკუთარ სიტყვებსა და საქციელს, არამედ - აზრებს, გრძნობებსა და სურვილებსაც და საკუთარ თავს ხელში ნუ ჩაუგდებ ყოველგვარ ბორო... იხილეთ სრულად