სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
დაე, იესო იყოს შენი გულის სიხარული
იგი ცოცხალი წყალია, რომელიც გულს მორწყავს, გააგრილებს და ააყვავებს
ლოცვა არის თესლი, რომელიც დამწყები მონაზვნის გულში ჩაითესება. თავიდან, სანამ აღმოცენდება, გაიზრდება, მოიმკება და პურს – ცხოვრების პურს მოგვცემს, ის დიდ შრომასა და ბრძოლას მოითხოვს. ეს პური თესლის ნაყოფია, ლოცვის სიტკბოება და ქრისტეს სიყვარულია, რომელსაც მონაზონი იგემებს. იგი ცოცხალი წყალია, რომელიც გულს მორწყავს, გააგრილებს და ააყვავებს.
მინდა, ახლა უფრო შეიყვარო ქრისტე, რაკი მასთან დაწინდვას დათანხმდი. ჩემო გოგონა, ნახე, როგორი სიყვარული გიჩვენა მან – ერიდან გამოგიყვანა და ახლა ერთ მყუდრო მონასტერში ლოცვითა და გალობით ცხოვრობ; რაც მთავარია, საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისა და ღვთის ანგელოზებთან ერთად გალობის იმედი გაქვს! განუწყვეტლივ მადლობდე ღმერთს, რომელმაც ამდენი კურთხევა სიყვარულით მოგმადლა.
იგი ღირსია მსხვერპლად შევწიროთ ყოველგვარი სიყვარული!
ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა!
ჩემო გოგონა, გისურვებ უფალმა ღვთის მხურვალე სიყვარული მოგმადლოს, ერთიანად აღენთო და მონაზვნური ცხოვრების ნეტარ, ანგელოზებრივ გზაზე სიხარულით იარო. სული, რომელიც ამ გზას ღირსეულად გაივლის, ქრისტეს სასძლო გახდება, ანგელოზებზე უმეტეს ბრწყინვალებას შეიძენს, რადგან ადამიანის სული ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი.
დედაზე მეტად ქრისტე შეიყვარეთ!
დედაზე მეტად თქვენი სიძე – ქრისტე შეიყვარეთ, რომ ზეცაში ნეტარებდეთ. ნუ იზრუნებთ რაიმე მიწიერზე, მხოლოდ იმაზე იფიქრეთ, როგორ სათნოეყოთ უმშვენიერეს სიძეს – ქრისტეს. რადგან სულიერი ქორწინება საუკუნოდ გასტანს, ხოლო ამქვეყნიური, საერო, ცოტა ხანს გაგრძელდება, შემდეგ კი ცხოვრების სატანჯველი, წვალება და შრომა დაიწყება.