მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენი მაგალითი იესო ქრისტეა, რომელმაც თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე მრავალი მწუხარება დაითმინა, მისი ყოვლადწმიდა სული ურიცხვმა ეკალმა შეაჭირვა; ამიტომ ღაღადებს: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21, 19).
ჭირი, სნეულება, მწუხარება, განსაცდელი – ვერაფერი განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს, რადგან წინასწარ გვასწავლეს და ვიცით, რომ ვიწრო და ჭირით აღსავსეა გზა, რომელსაც მასზე მავალნი უჭირველი ცხოვრებისკენ მიჰყავს. ამ გზაზე ეკლები და კუროსთ... იხილეთ სრულად
რაკი ქრისტე მაცხოვარს ანგელოზებრივი მოქალაქეობის ერთგულებით შეუდექით, უდიდეს მოვალეობად გეკისრებათ მწუხარებათა დათმენა, განურჩევლად მიზეზისა – ბუნება იქნება თუ მცონარობა, ცოდვები თუ ადამიანები
ზეცაში, შვილო, ადამიანის განღმრთობა ხდება. იქ უფალი ღმერთი ყოველგვარ ცრემლს, ურვას, ტკივილსა და სულთქმას მოგვაცილებს, რადგან ზეცა ანგელოზებრივი მოქალაქეობის საუფლოა, სადაც ძირითადი საქმე სულიერ ჰიმნთა გალობაა!