ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
მოვალენი ვართ განსაცდელის სახმილი გავიაროთ, რომ ჩვენი სულების დიდი მეუფის, ქრისტეს საგანძურში შესვლის ღირსები გავხდეთ.
შვილო, ადამიანებში ღვთის მადლი და სიყვარული მრავალი გზით ვლინდება. მას ერთი საყოველთაო მიზანი აქვს – აცხონოს ადამიანი.
გისურვებ, შვილო, ღვთის უსაზღვრო მოთმინების ერთი წვეთი დაეცეს შენს სულს, რომ იქ მოთმინების ციხესიმაგრე ააგოს და საუკუნო ცხოვრების ულევ საუნჯეს მიაგნო.
ოდნავაც ნუ დარდობ, მხოლოდ მადლობა შესწირე ქრისტეს იმ დიდი სიყვარულისთვის, რომლის გამოც აქ დროებით მწუხარება მოგცა, რათა საუკუნო სიხარული მოგანიჭოს.
ილოცე, აიძულე თავი. იფიქრე, რომ ყველაფერი განქარდება – სასიხარულო თუ სამწუხარო. აქედან გამომდინარე კი ზეციურზე, როგორც მყარსა და მარადიულზე, ისე იფიქრე.