ქრისტიანი მოძულებულია წუთისოფლისგან, სამაგიეროდ შეყვარებულია უფლისგან
ეს წუთისოფელი ცოდოს და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი, ზოგი ცოდოს იკიდებს ზუგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულისავით სუბუქია.
ამის მიუხედავად, ამსოფლიური ყოფა ისეთი ბანგი და სატყუარაა, რომელიც ნამდვილ სიცოცხლეს, ცათა სასუფეველს სტაცებს ადამიანს და სანაცვლოდ ტკბილ შხამს ან უკეთეს შემთხვევაში, სუროგატს აჩეჩებს... რამდენად მოქმედებს მარადისობის ხსოვნა პიროვ...
იხილეთ სრულად
ამის მიუხედავად, ამსოფლიური ყოფა ისეთი ბანგი და სატყუარაა, რომელიც ნამდვილ სიცოცხლეს, ცათა სასუფეველს სტაცებს ადამიანს და სანაცვლოდ ტკბილ შხამს ან უკეთეს შემთხვევაში, სუროგატს აჩეჩებს... რამდენად მოქმედებს მარადისობის ხსოვნა პიროვნულ არჩევანზე, ურთიერთობებზე, ყოველდღიურობაზე, ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე და რამდენად სახიფათოა წარმავალზე ორიენტაცია? ისიც უდავოა, რომ ყოველ დროს თავისი სნეულებები, განსაცდელები და რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩ...
link
1202. ვინ შექმნა ცა და დედამიწა?
939. რას გვეტყვით მომავალ ცხოვრებაზე?
538. როგორ მივიღებთ ცოტაოდენ წარმოდგენას იმ სამი სამკვიდრებელის შესახებ, რომლებიც ადამიანისათვის არის განსაზღვრული?
წმინდა წერილი გაცილებით ნათლად და სწორად ლაპარაკობს ამ სოფელზე, ვიდრე თავად სოფელი და მასში არსებული ამა, თუ იმ ქანების ესა, თუ ის განლაგება. ნაწერი ბუნებისა, ბუნებაშივეა ჩამარხული, უსულო გვამივითაა, კონკრეტულსა და ერთს, სრულს, არ...
იხილეთ სრულად
წმინდა წერილი გაცილებით ნათლად და სწორად ლაპარაკობს ამ სოფელზე, ვიდრე თავად სოფელი და მასში არსებული ამა, თუ იმ ქანების ესა, თუ ის განლაგება. ნაწერი ბუნებისა, ბუნებაშივეა ჩამარხული, უსულო გვამივითაა, კონკრეტულსა და ერთს, სრულს, არ ამბობს და "სადა იყავ რაჟამს დავაფუძვნებდი მე ქვეყანასა? მითხარ მე, უკუეთუ იცი გულისხმისყოფაი" (იობ.38,4) - მართლაც, განა კი ახლდი შენ ღმერთს თან, როცა იგი მსოფლიოს ქმნიდა? "ვინ ცნა გონებაი უფლისაი, ანუ ვინ თანამზრახველ ...
link
თუ ღვთის მოსავი ხარ, ძმაო ჩემო, ნუ თანა ხატ ექმნები სოფელსა ამას, სოფლის ფერი შეიცვალე, სოფლის ჩვეულებას ნუ უყურებ, მტკიცედ გახსოვდეს და იცოდე, რომ თუ შენ ხარ ერთი სოფლის კაცი, არა უმჯობესი ათასთა და ბევრეულთა სოფლის კაცთა ვერ სცხ...
იხილეთ სრულად
თუ ღვთის მოსავი ხარ, ძმაო ჩემო, ნუ თანა ხატ ექმნები სოფელსა ამას, სოფლის ფერი შეიცვალე, სოფლის ჩვეულებას ნუ უყურებ, მტკიცედ გახსოვდეს და იცოდე, რომ თუ შენ ხარ ერთი სოფლის კაცი, არა უმჯობესი ათასთა და ბევრეულთა სოფლის კაცთა ვერ სცხონდები. არ დაივიწყო, რომ ცხონება კაცთა იქნება გამორჩევით: „მრავალნი არიან წოდებულ, გარნა მცირედნი რჩეულ“. დიდი და ფართო გზა არის სოფლის გზა, გარნა იგი მიიყვანს ჯოჯოხეთად; ცხონებულნი ვიწრო და მძიმე გზით დადიან.
link
უკეთუ შენ, ძმაო ჩემო, გიცნობია უფალი იესო ქრისტე; უკეთუ შენ დარწმუნებული ხარ, რომ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, მხსნელი და მაცხოვარი, მაშასადამე, მას მხოლოდ ემსახურე და მისი მხოლოდ ისმინე. რისთვისღა ემონები სოფელსა? რისთვისღა ჰფიქრობ,...
იხილეთ სრულად
უკეთუ შენ, ძმაო ჩემო, გიცნობია უფალი იესო ქრისტე; უკეთუ შენ დარწმუნებული ხარ, რომ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, მხსნელი და მაცხოვარი, მაშასადამე, მას მხოლოდ ემსახურე და მისი მხოლოდ ისმინე. რისთვისღა ემონები სოფელსა? რისთვისღა ჰფიქრობ, რომ შეგიძლიან მონება ღვთისა და მამონისა?
link