წმინდანები - ციტატები, გამონათქვამები
წმინდანები - ციტატები, გამონათქვამები წმინდანები, გამონათქვამები, ციტატები
თავმდაბლობა ყოველთვის ღვთისმოსავთ ახლავს თან: თუ მათ უბედურება შეემთხვევათ, ამბობენ: ასეც უნდა ყოფილიყო" ანდა: "ჩემი ცოდვების გამო ესეც ცოტაა"; თუ ბედნიერება ეწვევათ - ისინი აღიარებენ, რომ ამის ღირსნი არ არიან.
ამბა პამპოს შესახებ ყვებოდნენ, რომ იგი სიკვდილის მოახლოებისას ზუსტად გარდაცვალების წუთებში მასთან მყოფ მამებს ეუბნებოდა: "იმ დროიდან, რაც ამ უდაბნოში მოვედი, სენაკი ავიშენე და იქ დავსახლდი, არ მახსოვს, რომ ოდესმე საკუთარი ხელით ნა... იხილეთ სრულად
ყველა წმიდანი საკუთარ თავს ღვთის უღირსად თვლიდა: ამით ისინი ამჟღავნებდნენ თავიანთ ღირსებას, რაც თავმდაბლობაში მდგომარეობდა.
კონკრეტული აზრით მხოლოდ ქველმოქმედ და წმიდა ადამიანებს შეიძლება, ეწოდოთ ბრძენნი. ის კი არ არის ბრძენი, ვინც ბევრი იცის, არამედ ის, ვინც კეთილგონიერებით ცხონდა.
ღვთის მცნებებს რომ არ ემორჩილები, ამით მხოლოდ იმას მიაღწევ, რომ შენთვის წმინდანების მიერ აღვლენილი ლოცვაც კი არ შეისმინება
წმინდანთა ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ თვითონაც ხშირად ვლოცულობთ
მომავალ საუკუნეში, ცათა შინა, ღმერთის სასუფეველში მყოფი წმიდანები ერთმანეთს მიმართავენ შინაგანი სიტყვით, რომელიც სულიწმიდის მადლის მიერ წარმოითქმება.