სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
მიწიერი ბედნიერება მიწიერი სიკეთეების მოპოვებაში კი არ გამოიხატება, არამედ - სულის სიმშვიდესა და კმაყოფილებაში, რომელიც უმეტესწილად მიუღწეველია იმ ადამიანთათვის, რომლებიც მიწიერი მადლით არიან აღვსილნი.
ქოხი, რომელშიც სიხარული და მხიარულება სახლობს, უმდიდრეს სასახლეებს სჯობს, რომლებშიც ტირიან და წუწუნებენ.
ზოგიერთი მდიდარია, მაგრამ მწუხარებაშია; მეორე კი ღარიბია, მაგრამ - მხიარული. "ძალიან ნაკლები განსხვავებაა, ოქროს ფიალიდან სვამ თუ თიხისა". - თქვა ერთმა ბრძენმა.
მხოლოდ მდიდრები კი არ მხიარულობენ და ღარიბებს სიამოვნებანი აკლიათ. ისინიც მხიარულობენ და როგორც ჩანს, უფრო ხშირად და სრულად, ვიდრე - მდიდრები.
ნუ შეგშურდება მდიდრის და ნუ იწუხებ თუ სიმდიდრე არ გაქვს, რადგან ის სულაც არ არის ჭეშმარიტი ბედნიერებისა და კმაყოფილების ნიშანი.
ცუდი ის კი არ არის, რომ ღარიბი იყო, არამედ უკმაყოფილება ამ სიღარიბით და წუწუნი მასზე, როგორც შენს მტერზე; ცუდია, თუ მდიდრებისა შეგშურდება და სიმდიდრეს მოისურვებ.
როდესაც ხედავ სიმდიდრეს, ანდა დიდებას, ან საერო ხელმწიფებას, იფიქრე იმაზე, რომ ისინი ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.
პატიოსანი შრომით შეიძლება როგორც გამდიდრება, ასევე გაღარიბებაც. მაგრამ, როგორც სიმდიდრე არ აღამაღლებს ადამიანს, ასევე სიღარიბეც არ აკნინებს მას. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, იგი ცხოვრობს არა ქრისტიანული, არამედ წარმართული მრწამსით, რო... იხილეთ სრულად
როცა ადამიანი თავის ცხოვრებას მიანდობს უფალს, მისთვის ქვეყნიურ ცხოვრებას ამ ერთი ღერი თივის ფასიც აღარ აქვს, თუნდაც ებოძოს ქვეყნის ხელმწიფება. რადგანაც ქონება კი არ ვნებს ადამიანს, არამედ სიყვარული ამ ქონების მიმართ, მასზე მიჯაჭვა... იხილეთ სრულად
რაც მეტია უღმერთო სიმდიდრე, მით მეტია სიღატაკე. რაც მეტია უღმერთო ცოდნა, მით მეტია სიცარიელე.
მხოლოდ ღმერთი აძლევს ადამიანს სიმდიდრესა და სიბრძნეს. უღმერთო სამყარო ღატაკებსა და სულელებს შობს.