კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
რა სასიამოვნოდ და სწრაფად გადიან დღეები, როდესაც იცი, რომ ღვთისგან შენთვის მოცემული დრო ფუფუნების ამაო და ფუჭი საქმეებით კი არ არის დაკავებული, არამედ - სასარგებლო შრომით, რომელიც უფალმა კეთილი საქმეებისთვის მოგვცა! რა სასიხარულოა... იხილეთ სრულად
მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება, ანუ მოსძულდება თავისი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე; ეს ცოდვაც ეშმაკის მანქანებისგან მოდის.
დაუთესავ და დაუმუშავებელ მიწაზე ბალახი ამოდის (უსარგებლო და გამოუყენებელი); ასევეა სულიც, რომელიც კეთილი საქმეებისთვის არ იღვწის, თავისი ბუნებით კი გამუდმებით მიისწრაფვის მოღვაწეობისკენ, აუცილებლად მიიდრიკება ცუდი საქმეებისკენ.
ნურასოდეს გააკეთებ რაიმე სამარცხვინოს, თუნდაც იგი მრავალს მოსწონდეს, და ნუ მიატოვებ კეთილ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ ბიწიერებს იგი სძულთ.
ღმერთს თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწავლობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღმ... იხილეთ სრულად
ღვთისმოყვარე არის იგი, ვინც ყოველივე ბუნებისმიერ და უცოდველ საქმეებს არ ეწინააღმდეგება და თუ რაიმე კეთილი საქმის ქმნა შეუძლია, არ დაიზარებს.
სულიწმიდის საღმრთო მადლი ქრისტეს მორწმუნე ყოველ ადამიანს მოენიჭება არა მის მიერ მოქმედებულ რაღაც კეთილ საქმეთა თუ რომელიმე სათნოების გამო. ასე რომ ყოფილიყო, ეს მადლი და ღვთის წყალობა კი არ იქნებოდა, არამედ ოდენ საზღაური, შესრულებუ... იხილეთ სრულად
სულიერი მოღვაწეობა ქადაგებით და კამათით არ უნდა ხორციელდებოდეს, არამედ ნამდვილი, ოღონდ ფარული სიყვარულით. როცა ჩვენსას ვამტკიცებთ, სხვები გვეწინააღმდეგებიან. როცა ისინი გვიყვარს, სიამოვნებით გვეთანხმებიან. როცა გვიყვარს, ვფიქრობთ ... იხილეთ სრულად
წარმოვიდგინოთ, რომ კიდევ მრავალი რამ არის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ და მაშინ ყველა ჩვენი მიწიერი დამსახურება საკუთარ თვალში არარაობად გამოჩნდება.
რას მიაწერთ მწიფე ნაყოფს, ხეებს რომ ამშვენებენ? არა ტოტებს, რომლებზეც ისინი ასხია, არამედ ფესვს, საიდანაც ისინი აღმოცენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს კეთილ საქმეებზეც განა თქვენს გულებში არ მოქმედებს ღმერთი, რომელმაც გიბოძათ ა... იხილეთ სრულად