ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ცოდნა, სწავლა-განათლება დაუშრეტელი წყაროა, როგორც კაცად მყოფობისათვის, ისეც თავის სარჩენად, ქონებისა და სარჩოს მოსაპოვებლად. რასაც მცოდნე კაცი ერთს საათში მოიამაგებს, იმას უცოდინარი მოანდომებს ოთხ-ხუთ საათს. შესაძლოა კაცს სიმდიდრე... იხილეთ სრულად
ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თვითონ ღმერთი, - ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსა... იხილეთ სრულად
ცოდნა თითონ თავის-თავადაც სიმდიდრეა-მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათა... იხილეთ სრულად
ცოდნა აამპარტავნებს და სიყვარული აღაშენებს... ზოგი წმინდანთა ცხოვრებას კითხულობს და ამპარტავნებით ბაძავს მათ და არა სწავლებას იღებს მათგან. და კიდევ, რაც ეკლესიამ მიიღო, მხოლოდ იმ წიგნების წაკითხვა შეიძლება, აპოკრიფული სახარებისა ... იხილეთ სრულად
ჩვენ ვცხოვრობთ მიწყივ ცვალებად მსოფლიოში, სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის ხანაში. ეს პროცესი იმდენად სწრაფია, რომ ადამიანი ხშირად ვერ ახერხებს შეიცნოს ყოველივე, რაც ხდება მის გარშემო.
ყოველმა მეცნიერმა უნდა იცოდეს, რა შედეგი მოჰყვება მის მეცნიერულ კვლევა-ძიებას, რას მოუტანს მისი ნაღვაწი ხალხებს: სიკეთეს თუ დაღუპვვას.
უსწავლელისათვის ძნელი არის აზრის ამოცნობა იმ სისავსისა, რომელიც შექმნა შემოქმედმა თავისი განუზომელი ძლიერებითა და უკვდავი მარჯვენით, და რომელსაც დღეს ჩვენი მატერიალური სამყარო წარმოადგენს ჩვენთვის.
საცა ცოდნა არ არის, იქ კაცი არ არის, საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია. ეს უნდა თითზე დავიჭდიოთ, ეს უნდა დღე-და-ღამ გონებაში ვიქონიოთ, ამას უნდა მივეცნეთ ყველანი ერთად და თვითოე... იხილეთ სრულად
საქართველოს კულტურული, ინტლექტუალური, თუნდაც მატერიალური პოტენციალის აღორძინება სულიერი ამაღლებით უნდა დაიწყოს. მეცნიერების და მის წარმომადგენელთა სულიერება იქნება სათავე ჩვენი ქვეყნის განათლებისა.
სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცოდნა უნდა შევძინოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, იმდაგვარად უნდა ავმაღლდეთ, რომ მაღალ დონეზე სუფევდეს ჩვენში სარწმუნოება და ცოდნა.