დიდი მარხვა, ვითარცა უწყებულ არს თქვენდამიცა, არის ჟამი მომატებულისა ლოცვისა, მარხვისა და მონანებისა;
ნეტარნამ ამან მარიამ მეგვიპტელმან მოგვცა ჩვენ მაღალი და საკვირველი სახე ლოცვისა და მონანებისა. მისი უწინდელი სიცოდვე და უწმინდრება, მერმე გასაოცარი მოცევა და მონანება, ბოლოს განსაკვირველი სულიერი მოღვაწება დიდსა ნუგეშსა მისცემს ყო...
იხილეთ სრულად
ნეტარნამ ამან მარიამ მეგვიპტელმან მოგვცა ჩვენ მაღალი და საკვირველი სახე ლოცვისა და მონანებისა. მისი უწინდელი სიცოდვე და უწმინდრება, მერმე გასაოცარი მოცევა და მონანება, ბოლოს განსაკვირველი სულიერი მოღვაწება დიდსა ნუგეშსა მისცემს ყოველთა ღვთის მოყვარეთა კაცთა.
link
ხშირად მოხდება, რომელ ზოგიერთი კაცი, ანუ ქალი, შესწუხდება, იგრძნობს ცუდსა თვისსა მდგომარეობას; გარნა, სამწუხაროდ, ნაცვლად მისა, რომ მიაქციოს ყურადღება ამ გულის წუხილსა და მიხვდეს, რომ ღმერთი მით უწოდებს მას, შეატყობინებს თვისსა მზ...
იხილეთ სრულად
ხშირად მოხდება, რომელ ზოგიერთი კაცი, ანუ ქალი, შესწუხდება, იგრძნობს ცუდსა თვისსა მდგომარეობას; გარნა, სამწუხაროდ, ნაცვლად მისა, რომ მიაქციოს ყურადღება ამ გულის წუხილსა და მიხვდეს, რომ ღმერთი მით უწოდებს მას, შეატყობინებს თვისსა მზრუნველობასა და მოითხოვს მისგან მოქცევასა, იგი ანუ ძალით დააჩუმებს თვისსა სინიდისსა, ანუ მალე გაერთვის კვალადვე უწინდელთა ცოდვათა შინა
link
თვით ცხოვრება მარიამ მეგვიპტელისა საკმაოდ გვასწავლის ჩვენ, თუ ვითარ მოწყალე და სულგრძელ არს ღმერთი, რა სახით მოელის იგი ჩვენსა მოქცევასა და თუ მოვინანეთ იგი აღარ გაიხსოვნებს და გვაყვედრის ადრინდელსა ჩვენსა ცოდვასა, არ დაიშურვებს ჩ...
იხილეთ სრულად
თვით ცხოვრება მარიამ მეგვიპტელისა საკმაოდ გვასწავლის ჩვენ, თუ ვითარ მოწყალე და სულგრძელ არს ღმერთი, რა სახით მოელის იგი ჩვენსა მოქცევასა და თუ მოვინანეთ იგი აღარ გაიხსოვნებს და გვაყვედრის ადრინდელსა ჩვენსა ცოდვასა, არ დაიშურვებს ჩვენთვის თვისსა საღმრთოსა მადლსა, და რაც გინდა ღრმასა ჯურღმულსა ცოდვისასა იყოს კაცი შთავარდნილი, თუ კი მოინდომა, მოინანა და გულწრფელად შეიგონა და აღიარა თვისნი ცოდვანი, ღმერთი მიიღებს მას და შერაცხს მეგობართა შორის თვისთა...
link
წინასწარმეტყველი დავით ორმეოცდამეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: „ყოველი დიდება ასულისა მეუფ...
იხილეთ სრულად
წინასწარმეტყველი დავით ორმეოცდამეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: „ყოველი დიდება ასულისა მეუფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად–პირადად“. ესე იგი დიდება და ღირსება მეუფისა ასულისა არის შინაგან გულსა და სულსა მისსა, თუმცა, ამასთანავე, იგი შემკულ არს ოქროვანითა შესამოსელითა პირად–პირადად...
link
ჭეშმარიტად მხოლოდ ერთს, უბიწოსა მარიამს შეეფერება მაღალი იგი ქება, რომელ ყოველი დიდება მისი შინაგან მისა იყო, თუმცაღა ამასთანავე იგი იყო შემკულ გარეგანითაცა გამოუთქმელითა მშვენიერებითა და სიკეთითა. ამით განსხვავდებოდა იგი ყოველთაგ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად მხოლოდ ერთს, უბიწოსა მარიამს შეეფერება მაღალი იგი ქება, რომელ ყოველი დიდება მისი შინაგან მისა იყო, თუმცაღა ამასთანავე იგი იყო შემკულ გარეგანითაცა გამოუთქმელითა მშვენიერებითა და სიკეთითა. ამით განსხვავდებოდა იგი ყოველთაგან ასულთა კაცთათა.
link
თუცა ყოველს ადამიანს, ვითარცა მამაკაცსა, ეგრეთვე დედაკაცსა, აქვს დიდი სურვილი და მიდრეკილება გარეგანისა ღირსებისადმი. გარნა უმეტესად ქალთა. თუმცა ყოველს ადამიანს დიდათ მოსწონს გარეგანი მშვენიერება და სამკაული, გარნა უმეტესად ქალთა...
იხილეთ სრულად
თუცა ყოველს ადამიანს, ვითარცა მამაკაცსა, ეგრეთვე დედაკაცსა, აქვს დიდი სურვილი და მიდრეკილება გარეგანისა ღირსებისადმი. გარნა უმეტესად ქალთა. თუმცა ყოველს ადამიანს დიდათ მოსწონს გარეგანი მშვენიერება და სამკაული, გარნა უმეტესად ქალთა. ესენი არიან ერთობ მსურველნი და მეძიებელნი გარეგანისა მშვენიერებისა და სამკაულისა; ამათ უნდა ისწავლონ და ახსოვდესთ მარადის, რომელ მშვენიერება და სამკაული ქრისტიანისა არის შინაგანი ღირსება და სათნოება.
link
წმიდა მოციქული პავლე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლესა შინა წერს: „ეგრეთვე დედათა ასწავლიდე წესიერებისა სამკაულითა მორცხვედ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა ოქროითა, ანუ მარგალიტითა, ანუ სამოსლითა დიდფასითა (I ტიმ. 2.9). ...
იხილეთ სრულად
წმიდა მოციქული პავლე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლესა შინა წერს: „ეგრეთვე დედათა ასწავლიდე წესიერებისა სამკაულითა მორცხვედ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა ოქროითა, ანუ მარგალიტითა, ანუ სამოსლითა დიდფასითა (I ტიმ. 2.9). ესე იგი ქალთა ასწავლე, რათა არა ეძიებდეს ნამეტანსა შემკობასა თავისა დიდფასითა, არამედ წესიერად, მორცხვედ შეიმკობდენ თავთა თვისთა.
link
დღეს მე მივაქცევ ყურადღებასა თქვენსა, ქრისტეს მიერ დედანო და დანო ჩემნო, ერთს ფრიად დასაძრახვისა და ავის ჩვეულებისადმი, რომელი ერთობ გავრცელებულ არს ყოველთა ქალებთა შორის ქვეყანასა შინა ჩვენსა. რომელი არს ესე ჩვეულება? ფერისა და უ...
იხილეთ სრულად
დღეს მე მივაქცევ ყურადღებასა თქვენსა, ქრისტეს მიერ დედანო და დანო ჩემნო, ერთს ფრიად დასაძრახვისა და ავის ჩვეულებისადმი, რომელი ერთობ გავრცელებულ არს ყოველთა ქალებთა შორის ქვეყანასა შინა ჩვენსა. რომელი არს ესე ჩვეულება? ფერისა და უმარილის ხმარება. არიან ჩვენ შორის მრავალნი ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა არა პატივსადებნი, არამედ ღირსნი მოსპობისა და დავიწყებისა; ერთი ამათ ძველთა ჩვეულებათაგანი არის ფერის და უმარილის ცხება პირისახეზედ. ეს ავი ჩვეულე...
link
საღვთო წერილი ხშირად ამხილებს ქრისტიანეთა ქალთა, რათა იგინი არ ყვნენ მსურველნი და მეძიებელნი ამაოთა სამკაულთა.