სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ადამიანთა დიდი ნაწილი ისეთია, რომ მათ გარედან უნდა უბიძგო, რომ საკუთარ თავში შესვლა შეძლონ.
როგორც თესლს სჭირდება წვიმა, ასევე, ჩვენ გვჭირდება ცრემლები, როგორც მიწა უნდა მოიხნას და დაიბაროს, ასევე, ჩვენს სულს ნიჩაბის ნაცვლად სჭირდება განსაცდელები და მწუხარება, რათა არ აღმოაცენოს სარეველა, შერბილდეს მისი სისასტიკე და არ გ... იხილეთ სრულად
სულში ღვთაებრივი სიყვარულის ასაგიზგიზებლად უკეთესი ხე არ არსებობს, ვიდრე ხის ჯვარი (მწუხარებისა).
ჯვრის სკოლა - საუკეთესო სკოლაა. ჯვრის სკოლა გადააქცევს: უგუნურს - გონიერად, ჭკვიანს კი ბრძნად; ამაყს - მდაბლად, მდაბალს - სიმდაბლისმოყვარედ; უკეთურს კეთილად, კეთილს - უკეთესად; სუსტს - ძლიერად, ძლიერს - უძლეველად.
ვინაიდან არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც განსაცდელის გარეშე სათნოეყოფა ღმერთს, ამიტომ საჭიროა, მადლობა შევწიროთ უფალს ყოველი მწუხარებისათვის
რა განსაცდელიც არ უნდა დაატყდეს ადამიანს, მუდამ უნდა ამბობდეს იგი: "ეს ღვთის წყალობით მოხდა!"
როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს, ნუ გამოიძიებ, თუ საიდან და რისთვის არის იგი, არამედ (იმაზე იზრუნე), რომ მადლიერებით, მწუხარებისა და გაბოროტების გარეშე გადაიტანო
ღმერთი დღევანდელ დღეს მტრის ისეთ განსაცდელებს არ უშვებს, როგორიც - უწინ იყო: ვინაიდან იცის, რომ დღეს ადამიანები სუსტები არიან და ამას ვერ გადაიტანენ