როგორც ქარწაღებული ხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა.
როგორც ბუნებრივი შუქის ნაკლებობისას ადამიანი ვერ ივლის საჭირო გზით, ასევე საღმრთო წერილის სხივით გაუნათლებელი ადამიანი იძულებულია, განუწყვეტლივ შესცოდოს ბევრ რამეში, ვინაიდან ღრმა უკუნეთში დახეტიალობს.
თუკი მეფის წინაშე თავს უბრალო დაუდევრობის უფლებას არ ვაძლევთ, განსაკუთრებით - უწესობისა, არამედ ვცდილობთ, რომ ყოველი ჩვენი სიტყვა, ყოველი მოძრაობა მისთვის სასიამოვნო იყოს: მით უმეტეს ის ადამიანი, ვისაც წარმოუდგენია, რომ ყოველთვის ...
იხილეთ სრულად
თუკი მეფის წინაშე თავს უბრალო დაუდევრობის უფლებას არ ვაძლევთ, განსაკუთრებით - უწესობისა, არამედ ვცდილობთ, რომ ყოველი ჩვენი სიტყვა, ყოველი მოძრაობა მისთვის სასიამოვნო იყოს: მით უმეტეს ის ადამიანი, ვისაც წარმოუდგენია, რომ ყოველთვის უფლის წინაშე იმყოფება, თავს არანაირი ცოდვის ჩადენის უფლებას არ მისცემს, ღვთისთვის სათნო კეთილ საქმეებში კი მოშურნე იქნება