ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულმა ბოროტმა ძალამ შურის გამო სინათლე წაართვა ადამიანებს და ცდილობდა და ცდილობს მის ჩაქრობას, რასაც კეთილი ნების დათრგუნვა მოჰყვა. ნაცვლად იმისა, რომ ნათლით გაბრწყინებულიყო, ადამიანი ბოროტის სადგურად იქცა. ღვთის ნიშანდებული, ამპარტავნებისა და თვითდაჯერებულობის გამო, ეშმაკის მიერ ცდუნდა, ეშმაკისა, რომელსაც ასე მიმართავს წმ. ესაია: „როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში“ (ეს. 14, 12–15), ხოლო მაკარი დიდი ბრძანებს: „ეშმაკმა, დაიპყრო რა ადამიანი, დასვარა და დაატყვევა სული მისი ქვესკნელის ძალებით და არ დატოვა მისი ერთი ნაწილიც კი თავისი ძალაუფლების გავლენის გარეშე: აზრები, გონება, სხეული, შავი პორფირით დაფარა... და გახდა სხეული ტანჯული და ხრწნადი. ძველი აღთქმის კაცი განიმოსა სრულყოფილების სამოსისაგან და ატარებს ჯოჯოხეთის ტანსაცმელს, ტანსაცმელს შეურაცხყოფის, ურწმუნოების, უტიფრობის, ამპარტავნების, პატივმოყვარეობის, ვერცხლისმოყვარეობის, გარყვნილების და სხვა არაწმინდა და საზიზღარი ძონძებისა“. ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულმა ბოროტმა ძალამ

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა, მაგრამ დაცემის შემდეგ ადამიანის სუფთა სულს შეერია სხვადასხვა ცოდვა და დაბინდა იგი. უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

მშვენიერი, გასაოცარი და უსასრულოა სამყარო, მშვენიერია ადამიანი - ხატი ღვთისა და გვირგვინი ქმნილებისა. მშვენიერი, გასაოცარი და უსასრულოა სამყარო

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფალი ნება, გაჩენის დღიდან რომ მოემადლა მას. მან უარყო ღვთის მცნება და, იგემა რა ნაყოფი ხისაგან შემეცნებისა კეთილისა და ბოროტისა, დაკარგა ერთობა ღმერთთან, რის გამოც დაკარგა შინაგანი მთლიანობა და სულის მშვიდობა. ადამიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფალი ნება

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

მხოლოდ ადამიანს მიანიჭა არსთა განმრიგემ ხატება თვისი: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსა და ხატად ღმრთისა“ (დაბ. 1, 27). მხოლოდ ადამიანს მიანიჭა არსთა განმრიგემ

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი მეფეცაა და მონაც, ცოდვის სამბრძანებლო და ტაძარი სულისა წმიდისა. „ეს რა საოცარი არსებაა, - წერს ცნობილი მეცნიერი პასკალი, - დაპირისპირებულთა რა ერთიანობაა, რა სასწაულია? იგია ყოველთა საგანთა მსაჯული და, ამავე დროს, უბადრუკი ჭია მიწისა, სიმართლის დამცველი და, ამასთანავე, ნარევი მერყეობისა და შეცოდებათა... დიდება ქვეყნისა“. ადამიანი მეფეცაა და მონაც, ცოდვის

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

პირველმამის, ადამის, სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. მშვიდობა მოყვასთან დაარღვია ადამის ძე კაენმა, თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას; ყოველივე ამის შედეგად დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა. ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი ამბობს: „სადა არა არს ამბოხებაჲ, ბრძოლა და ტაცებაჲ, მუნ არს მშვიდობაჲ“. პირველმამის, ადამის, სახით კაცმა დაკარგა

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

თითოეული ჩვენგანი ღვთივქმნილი მშვენიერი ჭურჭელია, რომელიც უფლის მადლით უნდა იყოს სავსე და წარმოადგენდეს ტაძარს სულისა წმიდისა. თითოეული ჩვენგანი ღვთივქმნილი მშვენიერი

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანს შეუძლია, უსაზღვროდ ამაღლდეს სულიერად და შეუძლია შთავარდეს ვნებათა უსასრულო, უპირო უფსკრულში, ორივე შემთხვევაში ის მაინც ადამიანად რჩება, მასში არ ქრება „ხატი ღვთისა“. ადამიანს შეუძლია, უსაზღვროდ ამაღლდეს სულიერად

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ღმერთმა ადამიანი უკვდავი შექმნა და სამოთხეში დაასახლა, მაგრამ შემდეგ, როცა მან ცოდვა ჩაიდინა, ღმერთმა ადამიანი დასაჯა და სამოთხიდან მიწაზე განდევნა. სწორედ მიწაზე დაუწესა მას დროებით ცხოვრება და სულიერი განწმენდა. აქ მიწაზე უნდა მოხდეს მისი მომზადება მარადიული ცხოვრებისათვის. ღმერთმა ადამიანი უკვდავი შექმნა და სამოთხეში

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2