69. როგორ მოვიქცე, თუ ხორციელ უძლურებაში ვიმყოფები და მარხვა არ შემიძლია?
378. როდესაც ფაქიზი აზრების შესახებ გეკითხები, ასე მგონია საფუძვლიანად ვიკვლევ მათ და აზრებში ვქედმაღლობ
6. შეიძლება თუ არა გულისნადების გამხელა მრავალთათვის?
ყოველი გულის სიტყვა, კეთილ საქმეთათვის აღმოცენებული, რომელიც გირჩევდეს ქმნასა რომელიმე საქმისათვის, მყისვე ცაშიდ აღამაღლე და უჩვენე უფალსა და მას შესთხოვე, რათა უმჯობესი განაგოს. არს თუ არა ნება ესე ნება მისი, თვინიერ ამისა ნუ მიჰ...
იხილეთ სრულად
ყოველი გულის სიტყვა, კეთილ საქმეთათვის აღმოცენებული, რომელიც გირჩევდეს ქმნასა რომელიმე საქმისათვის, მყისვე ცაშიდ აღამაღლე და უჩვენე უფალსა და მას შესთხოვე, რათა უმჯობესი განაგოს. არს თუ არა ნება ესე ნება მისი, თვინიერ ამისა ნუ მიჰყოფ ხელსა, ოდეს მოძღვარი ახლო არა იყოს, რათა არა აღეშენოს შენში ძეგლი თავის მინდობისა და უკანასკნელ იქმნას დაცემა დიდი.
link
თავდაპირველად გვევლინება ე.წ. მანქანება. ამ სახელით იწოდება ყოველგვარი უბრალო ზრახვა ან წარმოდგენა რაიმე საგნისა. შეიძლება ეს იყოს აზრი, რომელიც თავში მოუვა კაცს. იგი თავისთავაად უცოდველია და არ იმსახურებს არც მოწონებას დ არც გაკი...
იხილეთ სრულად
თავდაპირველად გვევლინება ე.წ. მანქანება. ამ სახელით იწოდება ყოველგვარი უბრალო ზრახვა ან წარმოდგენა რაიმე საგნისა. შეიძლება ეს იყოს აზრი, რომელიც თავში მოუვა კაცს. იგი თავისთავაად უცოდველია და არ იმსახურებს არც მოწონებას დ არც გაკიცხვას, ვიდრე ჩვენში რაიმე ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებას არ გამოიწვევს.
link
ზრახვები სხვადასხვანაირია: ერთნი წმინდა ნათლისღებით ინერგებიან ქრისტიანის არსებაში და ღვთიური მადლიდან მომდინარეობენ, ხოლო ზოგიერთი გვეძლევა დაცემული სულის მერ. „დაცემული არსების ზრახვებსა და შეგრძნებებში სიკეთე და ბოროტება აღრეულ...
იხილეთ სრულად
ზრახვები სხვადასხვანაირია: ერთნი წმინდა ნათლისღებით ინერგებიან ქრისტიანის არსებაში და ღვთიური მადლიდან მომდინარეობენ, ხოლო ზოგიერთი გვეძლევა დაცემული სულის მერ. „დაცემული არსების ზრახვებსა და შეგრძნებებში სიკეთე და ბოროტება აღრეულია, ხოლო დემონურში კი ბოროტება ხშირად სიკეთის ნიღბით მოქმედებს, თუმცა ზოგჯერ აშკარა სიავესაც ავლენს“ (წმიდა მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი).
link
ყველაზე დახვეწილი და ყველაზე რთული ბრძოლა აზრებთან ყოველწამს იმას აქვს, ვინც რელიგიურად ცდილობს ცხოვრებას. დიდი სიფრთხილე გმართებს, ბოროტისაგან მოგზავნილი აზრების შემჩნევა, უკუგდება და მოგერიება რომ შეძლო. ასეთ ადამიანებს გულითადი...
იხილეთ სრულად
ყველაზე დახვეწილი და ყველაზე რთული ბრძოლა აზრებთან ყოველწამს იმას აქვს, ვინც რელიგიურად ცდილობს ცხოვრებას. დიდი სიფრთხილე გმართებს, ბოროტისაგან მოგზავნილი აზრების შემჩნევა, უკუგდება და მოგერიება რომ შეძლო. ასეთ ადამიანებს გულითადი, მხურვალე რწმენა, სიმდაბლე და სიყვარული უნდა გააჩნდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გულში ადვილად მოიკალათებს ეშმაკის მზაკვრობა, მზაკვრობასთან ერთად მცირედმორწმუნეობა, ანუ ურწმუნოება და მერე ყველა სახის ბოროტებაც, რომელთაგან ...
link
ჩვენ იმიტომ ძალგვიძს აზროვნება, რომ აზრს არ გააჩნია ზღვარი, იმიტომ ვსუნთქვთ ასე თავისუფლად, რომ ჰაერის სივრცე არაა შემოფარგლული. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ყველა რიგიანი და ნათელი აზრი, ნებისმიერ საგანთან დაკავშირებული, შთაგონებადაა ...
იხილეთ სრულად
ჩვენ იმიტომ ძალგვიძს აზროვნება, რომ აზრს არ გააჩნია ზღვარი, იმიტომ ვსუნთქვთ ასე თავისუფლად, რომ ჰაერის სივრცე არაა შემოფარგლული. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ყველა რიგიანი და ნათელი აზრი, ნებისმიერ საგანთან დაკავშირებული, შთაგონებადაა მიჩნეული. ჩვენი აზრის დინებაც, გნებავთ სვლა თქვით, სწორედ რომ მოაზროვნე, ზღვარდაუდებელი სულის არსებობითაა განპირობებული. და რას ამბობს მოციქული? "არა თუ თავით თვისით შემზლებელ ვართ შერაცხვად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ...
link
რაკიღა ღმერთია აზრი დამფუძნებელი, ცოცხალი და მაცხოვნებელი, სწორედ რომ ცოდავს კაცი, თუკი თავისი ფიქრებით განზე უდგას იპოსტასურ აზრს და მხოლოდ ამსოფლიური, ხრწნადი საგნებით იფარგლება, ასეთ ყოფაში მას საკუთარი სულიც უბრალო ნივთად ექცე...
იხილეთ სრულად
რაკიღა ღმერთია აზრი დამფუძნებელი, ცოცხალი და მაცხოვნებელი, სწორედ რომ ცოდავს კაცი, თუკი თავისი ფიქრებით განზე უდგას იპოსტასურ აზრს და მხოლოდ ამსოფლიური, ხრწნადი საგნებით იფარგლება, ასეთ ყოფაში მას საკუთარი სულიც უბრალო ნივთად ექცევა. განსაკუთრებით კი ისინი სცოდავენ, რომლებიც ღვთისმსახურებისას ან სახლში ლოცვისას თავისი ფიქრებით სულ სხვაგან დაჰქრიან. ასეთები უკიდურესად შეურაცხყოფენ ღვთაებას, რომელსაც ჩაჭიდებული უნდა იყოს ჩვენი აზრი
link
იოანე კლემაქსი გვამცნობს - თავდაპირველად ცოდვა ადამიანის გონებაში ჩნდება. წმიდა მამები დემონს უდიდეს ფერმწერს უწოდებენ. იგი ჯერ ცოდვის სურათს წარმოგვიდგენს. ადამიანის სულს შეუძლია მიიღოს იგი ან უგულებელჰყოს. თუ უგულებელჰყოფს, ეს ც...
იხილეთ სრულად
იოანე კლემაქსი გვამცნობს - თავდაპირველად ცოდვა ადამიანის გონებაში ჩნდება. წმიდა მამები დემონს უდიდეს ფერმწერს უწოდებენ. იგი ჯერ ცოდვის სურათს წარმოგვიდგენს. ადამიანის სულს შეუძლია მიიღოს იგი ან უგულებელჰყოს. თუ უგულებელჰყოფს, ეს ცოდვის საწყისზე გამარჯვებას უდრის, ხოლო თუ დააყოვნებს და სწფარად არ მოიცილებს არაწმინდა აზრებს, მისი სული უკავშირდება მათ. ეს უკვე ცოდვის ჩადენის გადაწყვეტილებას უდრის. აზრებს გრძნობები ერთვის და ცოდვა ვნებად გადაიქცევა. ...
link