აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
როგორც თითოეულ ხილულ საგანს ღმერთმა საკუთარი ბუნება განუჩინა, ასევე ადამიანის ზრახვასაც, გვსურს თუ არა ეს ჩვენ.
თანდათანობით მზარდ ძალას, რომელიც იპყრობს ჩვენს სულს ავი ზრახვებით, წმიდა მამები ასე გამოხატავენ: 1. თავდაპირველად ჩნდება ე.წ. მანქანა. ამას უწოდებენ ყველა უბრალო ზრახვას, ან უბრალოდ რომელიმე საგნის წარმოდგენას, ან რომელიმე ... იხილეთ სრულად
ზრახვების უთანასწორობა ჩვენში განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს, რამეთუ ღმერთმა თანაზომიერად გაყო უნებური ნებაყოფლობითისგან.
განა შეუძლია ზღვაში კუნძულს შეაჩეროს ტალღები, რომლებიც მას ურტყამენ? ამის მიუხედავად, კუნძული ტალღებს ეწინააღმდეგება. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია ზრახვების შეჩერება, მაგრამ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მაინც ძალგვიძს.
თავი შეიკავე ხილული საქმეებისაგან, საუბრებისაგან და ებრძოლე შინაგან აზრებს, სანამ არ მოიპოვებ სუფთა ლოცვას – სახელს, სადაც ქრისტე ცხოვრობს, რომელიც განგანათლებს და ნეტარებას მოგგვრის თავისი მოკითხვით და გამოცხადებით.
63. საერისკაცონი ზრახვანი ღმრთისაგან განაშორებენ გულისსიტყუასა. ვინაი ნუცა შენ ზრახავ მათ თანა, და მზრახველთაცა მათთაგან მისდერკ