აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ბავშვები თქვენი გამზრდელებიც არიან. ბავშვებს ჩვენ კი არ ვზრდით მარტო, ისინიც გვზრდიან და გამოცდებს გვიწყობენ: მოთმინებაში, სიმშვიდეში...
თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები კეთილშობილები გამოვიდნენ, დაიხსომეთ აღზრდის ყველაზე მთავარი წესი - ბავშვების აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება
გინდა კეთილშობილი გაზარდო შვილი? - კეთილშობილი იყავი შენ. შენც დამშვენდები და შვილიც დამშვენდება.
დიდსულოვანი გინდა? - შენ თავად იყავი დიდსულოვანი.
დიდსულოვანი რომ გაზარდო შვილი, შენ თავად მოძებნე დიდსულოვნება საკუთარ თავში
სიყვარული სიყვარულით აღიზრდება. სიყვარული არ აღიზრდება სიძულვილით. ქართველ ხალხს უთქვამს - "შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო" - არ გამოგადგება მოყვრად, მტრად გაზრდილი შვილი. მტრად გაზრდილი მტერი გაგიხდება, მოყვრად გაზრდილ... იხილეთ სრულად
ოჯახი რომ იშლება, ეს ნანგრევებია, რომლის ქვეშაც ბავშვი უნდა მოჰყვეს.
როცა სახლი ფიზიკურად ინგრევა, ეს ტკივილი უფრო ნაკლებია, ვიდრე ის ტკივილი, რასაც ბავშვი მშობლების კონფლიქტის დროს განიცდის