აუცილებელია სულის მომზადება აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებლად. საჭიროა სახლში წაიკითხოთ ზიარების წინა ლოცვები, რომლითაც მივმართავთ მაცხოვარს, ღმრთისმშობელს და მფარველ ანგელოზს. ვისაც არა აქვს ლოცვანი, სცადეთ გადაწერა,...
იხილეთ სრულად
აუცილებელია სულის მომზადება აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებლად. საჭიროა სახლში წაიკითხოთ ზიარების წინა ლოცვები, რომლითაც მივმართავთ მაცხოვარს, ღმრთისმშობელს და მფარველ ანგელოზს. ვისაც არა აქვს ლოცვანი, სცადეთ გადაწერა, ხოლო თუ ვინმემ კითხვა არ იცის, ცუდად ხედავს, ან ხელისშემწყობი პირობები არა აქვს კანონის წასაკითხად, მან შემუსვრილი გულით, რაც შეიძლება ბევრჯერ უნდა თქვას იესოს ლოცვა: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდ...
არ იფიქროთ, რომ არ ძალგვიძს ღირსეულად მოვემზადოთ ზიარებისათვის. ამისათვის მაქსიმალურად უნდა მოვიხმოთ ძალები. საჭიროა დავიწყოთ „მდაბლად, შეგნებით იმისა, რომ ყოვლად ცოდვილნი ვართ“, როგორც ამას ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამბობდა. წ...
იხილეთ სრულად
არ იფიქროთ, რომ არ ძალგვიძს ღირსეულად მოვემზადოთ ზიარებისათვის. ამისათვის მაქსიმალურად უნდა მოვიხმოთ ძალები. საჭიროა დავიწყოთ „მდაბლად, შეგნებით იმისა, რომ ყოვლად ცოდვილნი ვართ“, როგორც ამას ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამბობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოჩვენებითი ღირსება განდევნის ღვთიურ მადლს, ვითარცა კვამლი დევნის ფუტკარს. რაში მდგომარეობს საიდუმლოს აღსრულებისათვის მზადება? ყური უგდეთ, რას გვიბრძანებს საეკლესიო განჩინება: „როცა სურს ვინმეს ზია...
ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება მადლმოსილია. ეს არის შედეგი უფალთან ურთიერთობისა, ხოლო ამ ურთიერთობის ყველაზე ცხოველი საშუალება არის ზიარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცთან: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება მადლმოსილია. ეს არის შედეგი უფალთან ურთიერთობისა, ხოლო ამ ურთიერთობის ყველაზე ცხოველი საშუალება არის ზიარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცთან: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ“, თქვა უფალმა: „რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა, და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხ...
საიდუმლოსა სერობასა ზედა დააფუძნა მაცხოვარმა უმთავრესი და უმაღლესი საიდუმლო ჩვენისა სარწმუნოებისა (ზიარება), მეტყველმან: „სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი; სვით ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი“. ის საიდუმლო, რომელიც თუ სასოებით და...
იხილეთ სრულად
საიდუმლოსა სერობასა ზედა დააფუძნა მაცხოვარმა უმთავრესი და უმაღლესი საიდუმლო ჩვენისა სარწმუნოებისა (ზიარება), მეტყველმან: „სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი; სვით ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი“. ის საიდუმლო, რომელიც თუ სასოებით და ღირსებით იქმნა მიღებული, გამოსცვლის ბუნებასა კაცისასა, და ისე, როგორადაც ველური ტყის ხეხილი, მომცემელი მწარისა ნაყოფისა, როდესაც დაამყნევებ მას შინაურსა ზედა ტკბილსა ნაყოფსა.
როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს კაცი ანუ გააგდებს ყოველსა ცუდსა, განმხრწნელსა ვნებასა, მაშინ სულიერი საზრდო უნდა მიიღოს კაცმან. წმინდა ეკლესია მიანიჭებს მას სულიერსა განმაახლებელსა, განმამტკიცებელსა, განმაცხოველებელსა სა...
იხილეთ სრულად
როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს კაცი ანუ გააგდებს ყოველსა ცუდსა, განმხრწნელსა ვნებასა, მაშინ სულიერი საზრდო უნდა მიიღოს კაცმან. წმინდა ეკლესია მიანიჭებს მას სულიერსა განმაახლებელსა, განმამტკიცებელსა, განმაცხოველებელსა საზრდოსა, ქრისტეს სისხლსა და ხორცსა.
ეკლესია არა თუ განანათლებს გონებასა შენსა და გარდამოგცემს იესო ქრისტეს მადლსა, არამედ სრულებით შეგაერთებს მასთან. ოდესაც შენ ეზიარები სისხლსა და ხორცსა იესო ქრისტესსა, მაშინ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა, შენ ხარ ერთ ხორც და ...
იხილეთ სრულად
ეკლესია არა თუ განანათლებს გონებასა შენსა და გარდამოგცემს იესო ქრისტეს მადლსა, არამედ სრულებით შეგაერთებს მასთან. ოდესაც შენ ეზიარები სისხლსა და ხორცსა იესო ქრისტესსა, მაშინ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა, შენ ხარ ერთ ხორც და ერთსულ უფლისათანა. აჰა ვითარსა დიდსა მადლსა და სულიერსა ხარისხსა მოგვცემს შენ წმიდა ეკლესია.
ქრისტიანენი ემზადებიან ზიარებად მომატებულითა ლოცვითა, ვითარცა შინაურითა, ეგრეთვე დადებულითა ეკლესიურითა წირვა–ლოცვათა მოსმენითა. ესეც კი საჭირო არის და სასარგებლო, ძმანო ჩემნო! ვინც ემზადება ზიარებისათვის, მან არ უნდა გაუშვას არც ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანენი ემზადებიან ზიარებად მომატებულითა ლოცვითა, ვითარცა შინაურითა, ეგრეთვე დადებულითა ეკლესიურითა წირვა–ლოცვათა მოსმენითა. ესეც კი საჭირო არის და სასარგებლო, ძმანო ჩემნო! ვინც ემზადება ზიარებისათვის, მან არ უნდა გაუშვას არც ერთი დადებული ლოცვა, არამედ ყოველი უნდა მოისმინოს.