ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
როგორც ჰაერის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, ასევე მარადიულ ცხოვრებაში შეუძლებელია ღმერთთან ყოფნა, თუკი ღვთის სიყვარულის კეთილსურნელოვანი და ტკბილი ჰაერით არ ვისუნთქეთ.
თუ ყურადღებით, სიფხიზლითა და მღვიძარებით ვიცხოვრებთ, ყოვლისმპყრობელის ხელგაშლილობა ჩვენს გულს უსათუოდ ღვთაებრივი სიკეთით აღავსებს. უფალი თავად ეწვევა ჩვენი სულის გულმოდგინედ მოვლილ სასახლეს, რომ სულმა ამ ცხოვრებაშივე განიცადოს ღვთ... იხილეთ სრულად
ქრისტემ კარგად გვითხრა, თუ რა არის ცათა სასუფეველი, რომ იგი ძალისხმევით აიღება და რომ ცათა სასუფეველში ცხოვრების ასეთი და ასეთი წესია. და ეს წესები აქვე უნდა შეიმუშაო უკვე. ვიდრე იქ მიხვალ, აქვე. თუ აქვე შეიმუშავებ, მაშინ იქ სულ ს... იხილეთ სრულად
ღვთის სასუფეველში ისინი კი არ შედიან, ვისაც სინანული არ აქვთ, არამედ ცოდვილები, რომლებიც სინანულმა და ცრემლებმა გარდაქმნა.
სადაც ქრისტეა – ნათელი სოფლისა – იქ იმქვეყნიური მარადიული ნათელია, იქ მშვიდობა და სიხარულია, იქ ანგელოზები და წმინდანები არიან, იქ სასუფევლის მხიარულებაა.