მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
ნეტარია, შვილო, ვინც ამ ცხოვრების მწუხარებებს მოთმინებითა და ღვთისადმი მადლიერებით იღებს. უფალი ამგვარი მწუხარებით უკვდავ სულს თავისი სასუფევლის საუკუნო სიკეთის მისაღებად ამზადებს.
ნუ დაკარგავ სიმხნევეს, შვილო. ნაკლულევანება, რომელსაც ვითმენთ, ზეცაში საუკუნო განსვენებას გვიმზადებს!
აქ, შვილო, მოთმინებით და სიმტკიცით გადავიხადოთ ჩვენი ცოდვების საზღაური, რომ სიკვდილის შემდეგ თავისუფლების ღირსნი გავხდეთ.
ჰო, შვილო, თავს ძალა დაატანე. ვიცი, რისგან და როგორ იტანჯები, მაგრამ მოთმინებაა საჭირო. რადგან ქრისტეც ითმენს, როცა მის წინაშე ვცოდავთ და ჩვენს სინანულს ელოდება.
მოთმინება, შვილო! ესეც ჯვარია; იტვირთე იგი უფლის სიყვარულისთვის. მიჰბაძე მას, რომ თავისი სიყვარული მოგანიჭოს, რადგან ამბობს: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე“ (იოან. 14, 21). მისი ერ... იხილეთ სრულად
ნეტარია, ვინც დაითმენს განსაცდელს, რადგან გამოცდილებას შეიძენს და საუკუნო ცხოვრების გვირგვინს მიიღებს (იაკ. 1, 12).