რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უმთავრესი სულიერი მადლია ჩვენ მიერ ეკლესიაში მიღებული: რწმენა, ლოცვა, აღსარება, ზიარება. აგრეთვე – მარხვა და მოწყალება გაღებული მოყვასისათვის.
ჭეშმარიტი რწმენა საძირკველია ჩვენი სულის შენობისა, იგია განმსაზღვრელი ჩვენი დამოკიდებულებისა ღვთისადმი, ადამიანისადმი და, საერთოდ, სამყაროსადმი. თუ პიროვნებას ჭეშმარიტი სარწმუნოება არა აქვს, მასში ყველა მოვლენა დამახინჯებულად აირე... იხილეთ სრულად
25. თავშეკავებულობის ჯილდოა უბიწოება, რწნმენისა- ცოდნა. უბიწოება შობს განსჯის უნარს, ხოლო ცოდნა - ღვთის სიყვარულს.
39. ნუ იტყვით, რომ ტაძარნი ხართ ღვთისანი, ამბობს ღვთაებრივი იერემია (7,4). ნურც იმას იტყვით, რომ მხოლოდ უფალი იესო ქრისტეს რწმენა გიხსნით, რადგან ეს შეუძლებელია, თუკი არ მოიპოვებთ უფლისადმი სიყვარულს, საქმით დამტკიცებულს. რაც შეეხ... იხილეთ სრულად
31. როგორც ცეცხლზე ფიქრი არ ათბობს სხეულს, ასევე ვერც რწმენა შობს სულში შემეცნების ნათელს სიყვარულის გარეშე.
3. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია. ტანჯვათა მოშიში ვნებათაგან თავს იკავებს. ვნებათაგან თავშეკავებული მოთმინებით იტანს განსაცდელს. განსაცდელთა დამთმენი უფლის მსასოებელი ხდება. უფლის სასოება გონებას ყოველგვარ მიწიერ ვნებათ... იხილეთ სრულად
2. სიყვარული იბადება უბიწოებით; უბიწოება - ღვთის სასოებით; სასოება - მოთმინებითა და სულგრძელობით, ეს უკანასკნელი კი - ყველაფერში თავშკავებით; თავშეკავებულობა - ღვთის შიშით, შიში - ღვთის რწმენით.