ვისაც არ სურს სიკეთე ირწმუნოს, მას ვერც ზეციური სასწაულები უშველის. ბოროტებით აღსავსე გული გრანიტზე უმტკიცესია. ცოდვით დაბინდულ გონებაში ვერ შეაღწევს ნათლის სხივი, რომლის ძალმოსილება ათას მზეს აღემატება. მაგრამ თუ ადამიანი გულიდან...
იხილეთ სრულად
ვისაც არ სურს სიკეთე ირწმუნოს, მას ვერც ზეციური სასწაულები უშველის. ბოროტებით აღსავსე გული გრანიტზე უმტკიცესია. ცოდვით დაბინდულ გონებაში ვერ შეაღწევს ნათლის სხივი, რომლის ძალმოსილება ათას მზეს აღემატება. მაგრამ თუ ადამიანი გულიდან ბოროტ გრძნობებს და გონებიდან ავ ზრახვებს განაგდებს, ღვთისგან უთვალავ მინიშნებას მიიღებს. ვისაც სურს რო ირწმუნოს, იგი იხილავს და ირწმუნებს.
მეცნიერებას რომ ერთი მაგალითი მაინც ეპოვნა უჯრედის თავისთავად წარმოშობისა, მაშინ ათეისტები იზეიმებდნენ გამარჯვებას: მაგრამ ასეთი რამ დაუშვებელია. მატერიალისტური თეორიიდან გამომდინარე სიცოცხლის წარმოშობის პრობლემა დღესაც ამოუცნობი ...
იხილეთ სრულად
მეცნიერებას რომ ერთი მაგალითი მაინც ეპოვნა უჯრედის თავისთავად წარმოშობისა, მაშინ ათეისტები იზეიმებდნენ გამარჯვებას: მაგრამ ასეთი რამ დაუშვებელია. მატერიალისტური თეორიიდან გამომდინარე სიცოცხლის წარმოშობის პრობლემა დღესაც ამოუცნობი რჩება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სიცოცხლე ღვთის უდიდესი საიდუმლოა.
მოგვითხრობენ ერთი მებაღის შესახებ, რომელიც ბევრს შრომობდა და მთელ მონაგარს მოწყალებად გასცემდა, ხოლო თავისთვის მხოლოდ აუცილებელს იტოვებდა. მაგრამ ცოდვისმიერმა ზრახვამ შთააგონა: შეაგროვე შენთვის ცოტაოდენი ფული, რათა, როდესაც დაბერდ...
იხილეთ სრულად
მოგვითხრობენ ერთი მებაღის შესახებ, რომელიც ბევრს შრომობდა და მთელ მონაგარს მოწყალებად გასცემდა, ხოლო თავისთვის მხოლოდ აუცილებელს იტოვებდა. მაგრამ ცოდვისმიერმა ზრახვამ შთააგონა: შეაგროვე შენთვის ცოტაოდენი ფული, რათა, როდესაც დაბერდები, ანდა ავად გახდები, საშინელ გასაჭირში არ ჩავარდე. და მართლაც, იწყო მან შეგროვება და ქოთანი ფულით აავსო. ერთხელაც ავად გახდა – ფეხმა ლპობა დაუწყო – და მთელი ფული ექიმებს შეალია, მაგრამ შვება ვერ მიიღო. ბოლოს მივიდა მა...