სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ დასთეს სიყვარულს, მის წილ დიდ სიყვარულს მოიმკი; თუ დასთეს ღვთისმოსაობას, სიკეთესა და სიმართლეს, მოიმკი კეთილდღეობასა და ღვთის ლოცვა-კურთხევას, ხოლო თუ დასთეს ბოროტებას, სიბილწესა და სიცრუეს, შედეგად მიიღებ მწუხარებას, ტანჯვას დ... იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.
დღეს უფალი, მართალია, გვიხმობს სიხარულად, მაგრამ იგი, უპირველეს ყოვლისა, მოგვიწოდებს სინანულისთვის, სიყვარულის, თანაგრძნობისა და მოწყალებისთვის, ლოცვის, მარხვისა და ცოდვათა შენდობისათვის. ამიტომაც წერს ძველ მოღვაწეთაგან ცნობილი აბ... იხილეთ სრულად
აღდგომა ქრისტესი სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე. აღდგომა ქრისტესი სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე.
რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მოქმედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე გრძნობდა რა შინაგან გაორებას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: "რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე ... იხილეთ სრულად
ძალები სიკვდილისა ძლიერია, ხოლო სიცოცხლისა და სიყვარულისა - უძლიერესი. ბოროტების სიმტკიცე მოჩვენებითია, უძლურია სიკეთის წინაშე.
ბოროტება სიკეთის ნაკლებობა კი არ არის მხოლოდ, არამედ მისდამი სრული დაპირისპირება, არა ნაწილობრივი დარღვევა კანონისა, არამედ მთლიანად უარყოფა მისი.
"ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5,12), - წერს პავლე მოციქული. ყოველივე დამოკიდებულია ამქვეყნად ადამიანის თავისუფალ ... იხილეთ სრულად
ესა თუ ის არსება ან საგანი ბოროტად იქცევა მისი არასწორი გამოყენების გამო. ამდენად, ყოველი ბოროტება ბოროტმოქმედებისაგან მომდინარეობს. ბოროტება ცოდვაა, სიკეთის ნაკლებობაა.