ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები
ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტება, გამონათქვამები, ციტატები
გზაშეცთომილისთვის ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზის ჩვენება ყოველ პატიოსანსა და კეთილ ქრისტიანს ძალუძს. ცხონების საშუალებები ისეთივე აურაცხელია, როგორც შემთხვევები დაცემისა. აქ საჭიროა გზაშეცთომილსა და უბედურს სუფთა გული ვაჩვენოთ და... იხილეთ სრულად
მრავალი სახელოვანი ადამიანი ამაოდ დაშვრა ჭეშმარიტების და თავისუფლების ძიებაში, მაშინ, როცა ჩვენი ერთადერთი განმანთავისუფლებელი და მხსნელი უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. იგი თავადაა ჭეშმარიტება, რომლის შეცნობაც თავისუფლებას გვაზიარებს. ... იხილეთ სრულად
ამაღლებულ ღვაწლთა შორის კაცობრივი გონება ოდენ ხატს ჭვრეტს ჭეშმარიტებისა ისე, როგორც უძლური მზერა ხედავს მზის ანარეკლს წყლის ზედაპირზე.
ადამიანთა მიწიერი, ვნებებით აღსავსე ყოფიერება ებრძოდა და დღესაც ებრძვის ჭეშმარიტებას!..
ჭეშმარიტებაა საფუძველი ყველა მრავალფეროვნებისა, რაც კი ოდესმე შექმნილა და შენც ჭეშმარიტება დაუდე საფუძვლად ყველა შენს საქმეს, შინაგანსა, თუ გარეგანს, განსაკუთრებით კი ლოცვას. ჭეშმარიტებაზე, სიმართლეზე დააფუძვნე მთელი შენი ცხოვრება... იხილეთ სრულად
სწავლა მაცხოვარისა არის ჭეშმარიტი, ღვთისაგან მოვლინებული. ვინც უარყოფს ამ სწავლასა, იგი უარყოფს თვით ღმერთსა, მისთვის, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება. მაშასადამე, იმ კაცს ჭეშმარიტება სძულს და უყვარს სიცრუე. საშუალო გზა არ არის კაცის... იხილეთ სრულად
სოფელი ესე არის ზღვა სიცრუისა და უსამართლოებისა. აღელვებულსა ამა ზღვასა შთაინთქმის ქრისტიანე, უკეთუ არ არის იგი შემოსილ სიმართლითა და ჭეშმარიტებითა.