ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ამგვარად მცირეოდენი სიბრძნისმეტყველება გავბედე იმაზე, თუ ეს მარადაყვავებული ნაყოფი როგორ აყვავდება და პირველ ნაყოფს როგორ გამოიღებს. ხოლო თუ როგორია ყოვლადსრული ნაყოფი სიმდაბლისა, ამის შესახებ თვით უფალს ჰკითხონ მისმა უახლოესმა მე... იხილეთ სრულად
ამ სიმდიდრის რაოდენობის შესახებ საუბარი შეუძლებელია; მის ხარისხზე - კიდევ უფრო ძნელი; თუმცა მისი თვისებების შესახებ შევეცდებით ჩვენთვის მომადლებული გონების ძალით ვთქვათ
მზის ამოსვლას ცისკრის ნათელი უსწრებს, ხოლო ყოველგვარ სიმდაბლეს წინ სიმშვიდის სათნოება უძღვის. ამის შესახებ გვეუბნება ნათელი ჭეშმარიტი, მოვუსმინოთ როგორ თანამიმდევრობით წარმოგვიდგენს ამ სათნოებებს იგი: ისწავლეთ ჩემგან, "რამეთუ მშვი... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტ სინანულს, ყოველგვარი უწმინდურობისაგან განშორებულ ლოცვას და ახლადმოსულების ყოვლადწმიდა სინანულს ისე განვასხვავებთ ერთმანეთისაგან, როგორც ფქვილს, ცომსა და პურს. რადგან სული ჭეშმარიტი სინანულის საშუალებით შეიმუსრება და დაიფქ... იხილეთ სრულად
ვინც სანატრელ სიმდაბლეს შეუერთდება, იგი ტკბილი, კეთილი მოწყალე, მშვიდი, განათლებული, უდარდელი, მღვიძარე, გულმოდგინე იქნება. და ბევრი რომ აღარ ვთქვა, იგი გათავისუფლდება ყოველგვარი ვნებისაგან, რადგან ნათქვამია: "სიმდაბლესა შინა მომი... იხილეთ სრულად
იცოდე ძმაო, რომ "ღელეთა განამრავლონ იფქლი" (ფს. 64,13). ღელე არის თავმდაბალი სული, რომელიც აღმოედინება "ბორცვთა შორის" (ფს. 64.12) შრომისა და სათნოებისა; და ის უძრავად, ქედმაღლობის გარეშე იმყოფება
დავითი ამბობს: არ მიმარხულია, არც მღვიძარებაში ვყოფილვარ, არც შიშველ მიწაზე ვწოლილვარ, არამედ "დავმდაბლდი და მაცხოვნა მე" უფალმა (ფს. 114,6)
თუ ნათელი არ არის, ყოველივე დაბნელებულია, ხოლო თუ სიმდაბლე არ არის, ყოველგვარი შრომა ამაოდ ჩაივლის
ერთი საქმეა თავმაღლობა, მეორე - თავაუმაღლებლობა, მესამე - სიმდაბლე; რადგან პირველი მათგანი განიკითხავს სხვებს, მეორე - არავის განიკითხავს, მაგრამ არც საკუთარ თავს განსჯის, მესამე კი - უდანაშაულო, გამუდმებით ისჯის თავს