პირფერობა - ციტატები, გამონათქვამები
პირფერობა - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ზოგიერთს ბაგეზე მეზვერის სიტყვები აკერია, მაგრამ გული და აზრები ფარისევლისა აქვს.
ზოგიერთი მზად არის, მთელ კაცობრიობას ძმასავით ჩაეხუტოს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვით, საქმით კი ძმასაც არ მოეხვევა.
დაუკვირდით, რომ უპატიოსნო ადამიანი განუწყვეტლივ საუბრობს პატიოსნებაზე. ნუ ენდობით იმას, ვინც ზედმეტად აქებს პატიოსნებასა და გულუხვობას, და ნუ დაეძებთ დაცვას იმისგან, ვინც უდროოდ და ყველგან მამაცობაზე საუბრობს.
მლიქვნელნი, ჩვეულებისამებრ, სხვაში იმას ხედავენ, რასაც თვითონ აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად (ლუკა 13, 15; რომ. 2, 1-2).
მტკივნეულია, როდესაც ბოროტება კეთდება, მაგრამ უფრო მტკივნეულია, როდესაც სიკეთისგან ბოროტებას ქმნიან!
ჩვენ, ადამიანებს შორისაც არ არის იმდენად საძაგელი ის, ვინც სიყვარულსა და პატივისცემას არ გვიჩვენებს, რამდენადაც ის, ვინც საძულველს სიყვარულს უჩვენებს ანდა საძაგელს საპატიოსავით ექცევა: ასევე განა არ იქნება, ყოვლისმჭვრეტელი ღვთის წ... იხილეთ სრულად
უმჯობესია კარგი იყო და სხვის თვალში ცუდად დარჩე, ვიდრე კეთილი სახელი გქონდეს და ადამიანთათვის დარჩე მატყუარა კუბოდ, რომელიც სავსეა გახრწნილი ცხედრების სიმყრალით, გარედან კი თეთრად ბრწყინავს და თვალისთვის სასიამოვნო ფერები აქვს.
სიძულვილი ანდა შური სათნოების ნიღაბქვეშ - იგივეა, რაც მწარე წყალი ოქროს ჭურჭელში.